ნინო წილოსანი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ნინო წილოსანი, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.

მაჟორიტარობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, იმ ლანჩხუთელ, ჩოხატაურელ და ოზურგეთელ სტუდენტებს შეხვდება, ვინც ბათუმის უნივერსიტეტებში სწავლობს.

სტუდენტებთან შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სტუდენტებთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარების და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება.

კანდიდატის საარჩევნო პროგრამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და გაიმართება დისკუსია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოტენციალზე და ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.

შეხვედრა, 28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ინტურისტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

(რეკლამა)

კომენტარი