ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მინისტრმა დევნილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხაშურს მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს. „ვალერი გელაშვილი იბრძვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოვუწოდებ ხაშურის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის შენებას და 30 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი- შემოხაზონ 41. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. 2020 წლისთვის ჩვენ ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში , სადაც მოსახლეობის პრობლემები მინიმუმადე იქნება დაყვანილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(რეკლამა)

კომენტარი