ბიძინა ივანიშვილი - გადაჭარბებულად დაკნინებულად ვაფასებდი ”ნაციონალურ მოძრაობას”

"ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, „ძალიან დიდი სიზუსტით გააკეთა სტატისტიკა, რადგან კვლევებს ატარებდნენ სტაბილურად“.

„ერთადერთი შეიძლება გადაჭარბებულად დაკნინებულად ვაფასებდი ”ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ აქაც დაახლოებით ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო ”ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი