ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებების პროგრამის შესაბამისად - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაშია ასახული.

მისი თქმით, ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს ამ გეგმის შესაბამისად.

"გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ასახულია ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში და ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს ამ გეგმის შესაბამისად. ესაა ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური დოკუმენტი. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებების პროგრამის შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება, სამთავრობო გადაადგილებებთან დაკავშირებით.

"ეს პირველ რიგში პრემიერის პრეროგატივაა და ის გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდაურის დასახელებას, კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

"კონსულტაციები არც სპიკერის თანამდებობაზე, არც თავმჯდომნარეობაზე არ დაწყებულა, შესაბამისად კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა კობახიძემ.

(რეკლამა)

კომენტარი