„ქატოს დედოფლისა“ და ოკუპანტების საიდუმლო...

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, „ქატოს დედოფლის“ ვიზიტი „შაჰის კარზე“, საიდუმლო შეთანხმებით სრულდება. ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც ნოღაიდელი, მზადყოფნას გამოთქვამს მოსკოვის დახმარებით საქართველოს საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ შეაბრუნოს. სანაცვლოდ კი, ხელისუფლებაში დაიმკვიდროს ადგილი.
რუსული ფული და „პრურუსული საქართველო“ - ესაა ის ძირითადი თემები, რომელიც „ქატოს დედოფლისა“ და ოკუპანტებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრებზე განიხილებოდა.
„შაჰის კარზე“ ბურჯანაძე ისე მიიღეს, თითქოს „ქატოს“ კი არა, საქართველოს დედოფალი ყოფილიყოს. აშკარაა, რომ მოსკოვი ცდილობს რუსეთის პირწავარდნილი მონების პომპეზურად მასპინძლობით, შექმნას ილუზია, რომ საქართველოში ალტერნატიულ პოლიტიკურ ფილიალს ხსნის...
როგორც „დრონი.ჯი“-ს მოსკოვიდან აცნობეს, ბურჯანაძემ ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა, იმედია, „ქატოს დედოფლისა“ და ოკუპანტებს შორის გაფორმებული საიდუმლო შენათხმება საზოგადოებისათვის ცნობილი მალე გახდება.
და კიდევ: „დრონი.ჯი“-ს წყარო მოსკოვიდან, რომელიც ამ შეხვედრებს ადევნებდა თვალს, გვარწმუნებს, რომ ბურჯანაძე მოინახულეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმაც. მართალია, ეს „მონახულება“ არ გაშუქებულა, თუმცა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ რატომ შეიძლება დაინტერესებულიყვნენ რუსეთის სპეცსამსახურები ნინო ბურჯანაძით...


კომენტარი