სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია: დიდ ფინანსებს დემოკრატიის პროცესზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს

უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონში შესული რეგულაციები არის ნაწილი, რაც ხდება ყველა ჩამოლაბიბებულ ლიბერალურ-დემოკრატიაში. როგორც ბოკერიამ ჟურნალ "ტაბულასთან" ვიდეო ინტერვიუსას განაცხადა, ამით ხდება რეგულირება იმისი, რომ დიდ ფინანსებს არ ჰქონდეს დისპროპორციულად დიდი გავლენა დემოკრატიისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

"დიდ ფინანსებს არ უნდა ჰქონდეს გავლენა დემოკრატიის პროცესზე. მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს ფილტრები, რომ ქვეყნის გარედან შემოსულმა ფინანსებმა დემოკრატიის პროცესზე გავლენა არ მოახდინოს. ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ადამიანები, ან ისინი ვისაც დიდი კაპიტალი აქვს, ამით უფრო საეჭვოები ან ცუდები არიან.

პირიქით, ეკონომიკური წარმატება გულისხმობს ბევრ შეძლებულ ადამიანს, მაგრამ პროპორცია ამ გავლენისა, უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. ეს ყველგან ასე ხდება. წარმატებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მეტი გავლენა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მონოპოლიზაციის ან პოლიტიკური კორუფციის შეუზღუდავი მოედანი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სუვერენული უფლება მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს ქვეყნის გარედან ფინანსების მეშვეობით შიდა გადაწყვეტილებებზე პროცესისგან თავის დაცვისა.

ეს კანონი არის სწორედ ევროპული და ჩამოყალიბებული ლიბერალურ-დემოკრატიების გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულკებით. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს დაემთხვევა იმას, რომ კონკრეტული პერსონა გამოჩნდა, ეს ასეც არის ხოლმე ხშირად", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკური განვითარებები ახდენს დემონსტრირებას კანონმდებლობაში არსებული ხვრელების ბოროტად გამოყენების მცდელობას.

"ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა საქმე ძალიან გამჭვირვალე დეკლარაციასთან. აქ ვინმეს შეთქმულების თეორიაზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარია იმაზე რაც ითქვა, რაც გაკეთდა და რისი განზრახულობაც ძალიან მკაფიოდ დადასტურდა. არ უნდა მოხდეს ქვეყნის პრივატიზერაბა.

თუ ვინმე ცდილობს, რომ ხვრელები რაც არსებობს ქვეყანაში ლეგიტიმურ რეგულაციებთან მიმართებაში გამოიყენოს, საკანონდემბლო ორგანო მოახდენს რეაგირებას და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. ამ რეგულაციების დახვეწის პროცესი აქამდეც მიდიოდა. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100