საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ტელეარხ „Дождь"-ის ჟურნალისტთან

საქართველოს პრეზიდენტმა ტელეარხის „Дождь" ჟურნალისტს მიხეილ კოზირევს ინტერვიუ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა გადაცემის „Человек под Дождем" წამყვანს ყვარელში თავის კარ-მიდამოში უმასპინძლა და საკუთარი ვენახის „საფერავი" დააჭაშნიკებინა. ინტერვიუს დაწყებამდე მიხეილ კოზირევი ქართული ტრადიციებითაც დაინტერესდა. ჟურნალისტს იმის საშუალებაც მიეცა, თონეში პური საკუთარი ხელით ჩაეკრა.

კომენტარი