სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქზე“ დაწყებული ჩხუბი გამყრელიძისა და ივანიშვილის მხარდამჭერებს შორის

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის ინტერვიუს (რომელიც „პრესა.ჯი-ზე გამოქვეყნდა - „დრონი.ჯი“), სადაც ის ამბობს, რომ „კრემლი ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებითაა დაკავებული“ facebook-ში დაპირისპირება, მოჰყვა. სოციალურ ქსელში დაპირისპირება გარჩევებით დასრულდა. შედეგად, ივანიშვილის მხარდამჭერი ლაშა მესხია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლაშა მესხიას ტვინის შერყევა აქვს, ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

მოვლენები ასე განვითარდა - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან დაახლოებულმა ივანიშვილის მხარდამჭერმა ლაშა მესხიამ, facebook-ზე, საკუთარ პროფილზე გამყრელიძის ეს ინტერვიუ გაშარჟებული ფორმით გააზიარა. კომენტარებში სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, რომელშიც „ქართული ოცნების“ ახალგაზდული ფრთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ლაშა მესხიას, გიორგი დევნოზაშვილსა და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებს რეზი სოხაძეს და გიორგი ნებიერიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ლაშა მესხიამ news.ge-ს უთხრა, ის გიორგი ნებიერიძემ პირისპირ შეხვედრაზე დაიბარა.

მესხიას ინფორმაციით, კოლმეურნეობის მოედანზე, კონკასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ნებიერიძე „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან - მათ შორის პარტიის აღმასრულებელ მდივან -რეზი სოხაZესთან ერთად მივიდა.

მესხიასთან ერთად 2 მეგობარი იმყოფებოდა, მათ შორის დავით ფაცაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.

მესხიას თქმით, მას „ახლები“ ყელის გამოჭრითაც დაემუქრნენ. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ - მან გონება დაკარგა და ღუდუშაურში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მოგვიანებით, მასთან საპატრულო პოლიცია მივიდა.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი - ლაშა მესხიამ და გიორგი დევნოზაშვილმა ძველი თბილისის პოლიციაში განცხადება დაწერეს და მომხდარზე ინფორმაცია მიაწოდეს შსს-ს.

„ახალ მემარჯვენეებში“ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებისა“ და მათი მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა, დაადასტურეს, თუმცა „მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ავთო კიკალიშვილმა news.ge-ს უთხრა, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას მისი ინფორმაციით ადგილი არ ჰქონია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100