სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თარგამაძე - ივანიშვილს ვერ გაუგია, რა უნდა

ჩვენ მიერ გაჟღერებული ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს საშუალება ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იბრძოლოს პრემიერობისთვის და თუ სურვილი ექნება, პრეზიდენტობისთვისაც. ვფიქრობ, მას ვერ გაუგია, რა უნდა.

მსგავსი განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს გააკეთა.

სხდომაზე განიხილებოდა საკითხი საქართველოში დაბადებული ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გიორგი თარგამაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააჟღერა და მეორე დღესვე პარლამენტში კანონპროექტის სახით შეიტანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100