კახა კალაძე საარჩევნო-საოცნებო „გოლის“ გატანას სამტრედიიდან შეეცდება?

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კახი კალაძე კენჭს სამტრედიაში იყრის. ეს ინფორმაცია "ივერონს" "ქართული ოცნებიდან" ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის "ქართული ოცნების" კანდიდატები თბილისის მასშტაბით უკვე გამოვლინდნენ, ამჟამად კი მუშაობა სწორედ რეგიონებზე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია კახი კალაძის ოპონენტად "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს ამზადებს.

თავად კალაძე "ივერონთან" საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და "მორიგ ჭორს" უწოდებს.

"არ ვიცი, ალბათ, მორიგი ჭორია. ხან ვაკეში "მიშვებდნენ", ხან - ისანში, ხან – გლდანში, ახლა სამტრედიაშიო. ვერაფერს გეტყვით. ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოსულა", - განუცხადა "ივერონს" კალაძემ.

წყარო

კომენტარი