კუკავა-დავითაშვილის მოსკოვური ვოიაჟის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები

ქართული ოპოზიციის გახშირებული მოსკოვური ვოიაჟები დღემდე არ წყდება. ოპოლიდერების მოსკოვური ვოიაჟების სეზონი თავდაპირველად ნოღაიდელმა გახსნა და მის გზას არაერთი ოპოზიციონერი დაადგა. ერთი სიტყვით, "დაღლილი ვირის" წყალი არაერთ ოპოზიციონერს გადაესხა. დღეს კი ნოღაიდელი არსად ჩანს, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, მაგრამ მისი ყოფილი მოკავშირეები – კუკავა-დავითაშვილი ადგილზე არიან, ძვირფას დროს ფუჭად არ კარგავენ და დედა რუსეთსაც ატალახებენ.
დფსგდსგჯდსფჯკლ
კუკავა-დავითაშვილის დუეტი, 10-დღიანი გასაიდუმლოებული მოსკოვური ვიზიტის შემდეგ, როგორც იქნა, სამშობლოში დაბრუნდა. საინტერესოა, რატომ სტუმრობდნენ 10 დღე "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კრემლს? რას დადიან, რა მიაქვთ და რა მოაქვთ? და საერთოდაც, რა დაჰკარგვიათ ოკუპანტ სახელმწიფოში? პრინციპში, ეს რთული მისახვედრი არც უნდა იყოს, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი თავად "ეროვნული საბჭოს" ლიდერების საჯარო პოზიციას გთავაზობთ.
დფსგდსგჯდსფჯკლ
კუკავა-დავითაშვილის თქმით, მათი ვიზიტი მოსამზადებელი, ანუ სამუშაო იყო, რასაც შედეგად რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების პროცესი უნდა მოჰყვეს. ჩვენ მოვემზადებით, რომ უახლოეს სამ თვეში დავიწყოთ საჯარო მოლაპარაკებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით (რა მოლაპარაკებები, რის მოლაპარაკებები, სიცხე ხომ არა აქვთ? ავიწყდებათ, რომ ორ სახელმწიფოს შორის დიალოგის დაწყება ამ სახელმწიფოების ხელისუფალთა პრეროგატივაა?) დავითაშვილის თქმით, მედიისა და საზოგადოებისთვის მათი მოსკოვური ვოიაჟი მხოლოდ მათი რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იმიტომ გახდა ცნობილი, რომ ეს ოფიციალური კი არა, სამუშაო ვიზიტი იყო. აი, მათი საჯარო პოზიცია. აბა, საჯაროდ ხომ არ იტყვიან, რატომაც ბრძანდებოდნენ კრემლში რეალურად და ვისთანაც მართავდნენ შეხვედრებს.
დფსგდსგჯდსფჯკლ
"დრონი.ჯი"-ს "ეროვნულ საბჭოსთან" დაახლოებულმა პირმა აცნობა, რომ კუკავა-დავითაშვილი კრემლში პუტინს შეხვდნენ და მისგან ხელისუფლების დასამხობად საჭირო დირექტივები მიიღეს. "დრონი.ჯი" ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ შემოდგომაზე "ეროვნული საბჭო" ოკუპანტისგან ფულად დახმარებას და სამოქმედო გეგმას მიიღებდა. ხოდა, მოვიდა შემოდგომა და წაბრძანდნენ კიდეც ბატონები დირექტივების მისაღებად კრემლში. დაფინანსებას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მიიღებენ და საღათას ძილით მიძინებული "ეროვნული საბჭო" გამოიღვიძებს. სხვათა შორის, ამას წინათ კუკავამ ვითომ იხუმრა, პუტინისგან დირექტივები და რჩევები მივიღეთო. არადა, თავად ხომ მშვენივრად იცოდა, სიმართლეს რომ ღაღადებდნენ მისი ბაგენი. ხუმრობა ვეძახოთ და, კი აღიარა კაცმა დირექტივების ამბავი.
დფსგდსგჯდსფჯკლ
წყარო იმასაც გვიმტკიცებს, რომ პუტინს ნოღაიდელმა კარგა ხანია იმედები გაუცრუა და ამჯერად კრემლის დასაყრდენი საქართველოში "ეროვნული საბჭოა". სხვათა შორის, მოსკოვიდან დაბრუნებულმა დაიმედებულმა დავითაშვილმა ომახიანად განაცხადა კიდეც, "ეროვნული საბჭო" პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებსო. მოსკოვში წასვლამდე კი ამგვარი განცხადებებისგან "ეროვნული საბჭო" თავს იკავებდა. აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათი სამოქმედო გეგმა მოსკოვში, პუტინის კარზე იწერება.
დფსგდსგჯდსფჯკლ
" დრონი.ჯი" მოსკოვურ ვიზიტზე სასაუბროდ "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს დაუკავშირდა:
დფსგდსგჯდსფჯკლ
– ბატონო კობა, თქვენი მოსკოვში ვიზიტის რეალური მიზეზი რა იყო? გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ პუტინს შეხვდით და მისგან ხელისუფლების დასამხობად დირექტივები მიიღეთ, ამაზე რას იტყვით?
დფსგდსგჯდსფჯკლ
– მე, დუმაში კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან და რუს უფლებადამცველებთან მქონდა შეხვედრები. იცით, კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დრონი.ჯი" მერაბიშვილის უწყებაა, მაგრამ არ ვიჯერებ. თქვენ დაიჯერებთ მაგ ჭორებს? ასეთივე ჭორები ვრცელდება "ეროვნულ საბჭოსთან" მიმართებაშიც.
დფსგდსგჯდსფჯკლ
– რაც შეეხება "დრონი.ჯი"-ს, ასეთი რამ პირველად თქვენგან მესმის, მოდით, კითხვას დავუბრუნდეთ, ანუ არ ადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას? და რაღა მაინცდამაინც მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტეთ პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყება, ბატონო კობა?
– რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. "ეროვნული საბჭო" მოსკოვში წასვლამდეც მთელი ზაფხული საპროტესტო აქციებს მართავდა და სანამ დევნილების და გარემოვაჭრეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.
დფსგდსგჯდსფჯკლ
– იცით, პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებაში თქვენ არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ, ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებს გულისხმობდით...
დფსგდსგჯდსფჯკლ
– რა თქმა უნდა, სოციალურ საკითხებთან ერთად ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნებიც გვაქვს და აქციები პერმანენტულ ხასიათს მალე მიიღებს.
დფსგდსგჯდ
P.S. მოკლედ, "ეროვნული საბჭო" ცხელ შემოდგომას გვპირდება. თუმცაღა, საკითხავია, გამოუვათ კი რამე? პუტინის კარზე მოსიარულე ოპოლიდერებს საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგა ხანია მოღალატეები უწოდა და შესაბამისად, მათ დაძახილზე გარეთ არც არავინ გამოვა.
დფდსფდსგფდსგფდგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი