სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოცნება ქუთაისურად“: ოთხიდან ექვსი ათასამდე ადამიანის შემადგენლობით

27 მაისს, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებულ აქციაზე პარტიის ლიდერებმა, „ქუთაისური ოცნების“ აქციაც დააანონსეს, რომელიც გუშინ, 10 ივნისს ჩატარდა.

როგორც აღმოჩნდა, შედეგმა ივანიშვილის მოლოდინს სულაც არ გადააჭარბა და „ქუთაისურ ოცნებაში“ მონაწილეობა სულ ოთხიდან ექვსი ათასამდე ადამიანმა მიიღო.

ლიდერების წინასწარ კარგად მომზადებულ და დაზეპირებულ, საკმაოდ ნაცნობ ქარაგმულ სიტყვას კი დამსწრე საზოგადოება ნაძალადევი ღიმილითა და ძილნარევი გამომეტყველებით უსმენდა.

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მოლოდინი სრულებით განსხვავებული იყო რეალობისგან, სწორედ ამიტომ, პარტიის ლიდერებს გაოგნებისა და განცვიფრების დამალვაც კი უჭიდათ.

ივანიშვილს პოლიტიკურ გეგმებსა და ამ გეგმების შესრულების „კრემლისეულ“ გზებზე არაფერი უთქვამს, თუმცა დიდი შემართებით იქადნის, რომ პარტიის დაპირებები (უკლებლივ ყველა?!) აუცილებლად შესრულდება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100