რუსეთის საიდუმლო გეგმა სირიის პრეზიდენტის გადასარჩენად

The Sunday Times-ის უწყებით, რუსეთმა სკუთარი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადარჩენისკენ არის მიმართული. გეგმა კი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

გამომცემლობას ერთ-ერთმა ინკოგნიტო დიპლომატმა, აღნიშნა, რომ მოსკოვმა ასადს ვადამდელი აღჩევნების ჩატარება შესთავაზა, რადგან ოპოზიციონერთა ხელში არ აღმოჩნდეს სირიის ტერიტორიის მესამედზე მეტი. „თუ ასადი მოსკოვის რჩევას არ გაითვალისწინებს, მაშინ მას ქვეყნის სათავეში დარჩენა სულ უფროდაუფრო გაუჭირდება“, - დასძინა დიპლომატმა.

ყველაფერთან ერთად ინკოგნიტო წყარომ აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის დარწმუნებული აღნიშნული წინადადებისადმი ბაშარ ასადის მხრიდან ინტერესის გამოჩენაში.

„არჩევნების ჩატარება, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაძლოა იგი ჩვენს რჩევას არაფრად აგდებს, მაგრამ მოსკოვი მაინც იმედოვნებს, რომ ბაშარ ასადი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს“, - დასძინა წყარომ.

კომენტარი