ბიძინას (მინისტრთა) კაბინეტი

მთავარი და ბევრისთვის მოულოდნელი ცვლილება კოალიციის ლიდერის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მაინც კახა კალაძის გადამისამართებაა: ინფრასტუქტურის სამინისტროდან ის ენერგეტიკაში გადაისროლეს. ივანიშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ იარსებებს - ის ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. მაშ, ასე:

ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური,

დევნილთა და განსახლების მინისტრი -აფხაზეთიდან დევნილი, დავით დარახველიძე,

ეკონომიკის მინისტრი გიორგი - კვირიკაშვილი,

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგოლაძე.

"დაამთავრა ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ასევე, ინდიანას უნივერსიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებით განხრით. ყოფილი მინისტრი კორიდორში ველოსიპედით დადიოდა,"- განაცხადა ივანიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატი, დავით სერგენკო, პედიატრი, რეანიმატოლოგი, რომელიც დღემდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარი