ევროპული გაზსადენის ფასი ორჯერ იზრდება

BP-ის მიერ ხარჯების ხელახლა დათვლის გამო, 2 000 მილის გაზსადენის მშენებლობის გეგმას, რომელმაც რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, საფრთხე ემუქრება

იმ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებს, რომელიც ევროპის შუაგულისკენ მიემართება და რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვისაა განსაზღვრული, სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან ხარჯების ხელახალი შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ფასი იმაზე ორჯერ დიდია, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ.

მშენებლობისთვის დაგეგმილმა 2 000 მილის (3 200 კმ) გაზსადენმა „ნაბუქომ“ კასპიის ზღვაში BP-ს ახალი $20 მილიარდიანი (12.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) პროექტიდან გაზი თურქეთისა და ბალკანეთის გავლით უნდა გაატაროს.

ევროპული ენერგეტიკული კომპანიების კონსორციუმი, რომელიც კონკურენციას უწევს ორ უფრო მოკძალებულ მილსადენურ პროექტს, დღეს ხარჯებს 7.9 მილიარდ ევროდ (6.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) აფასებს.

მაგრამ Guardian-მა შესძლო იმის გარკვევა, რომ BP-ს შეფასებით, ნედლეულზე მზარდი ფასების გამო, გაზსადენის ღირებულება დაახლოებით 14 მილიარდ ევროს შეადგენს. რკინის საბადოს, ლითონის ძირითადი კომპონენტის ფასი შარშანდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

„ნაბუქოს“ სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით ეჭვები სულ უფრო იზრდება, რადგან მისთვის გაზის მოზიდვა თურქმენეთის და ერაყის, ასევე აზერბაიჯანის საბადოებიდან იგეგმება.

”ნაბუქოს” სიმძლავრეების მხოლოდ მესამედი იქნება გამოყენებული, როდესაც სავარაუდოდ 2017 წელს ამოქმედდება BP-ს პროექტი „შაჰ-დენიზი II“ აზერბაიჯანში. შეიძლება უამრავი წელი გავიდეს, ვიდრე ერაყი და თურქმენეთი მილსადენს გაზს მიაწვდიან. გაზის გლობალური მიწოდებები ასევე საგრძნობლად გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ევროპაში რეცესიის გამო მოთხოვნა დაეცა.

ორი კონკურენტი პროექტი სპეციალური მარშრუტის აშენების ნაცვლად, თურქეთში არსებულ მილსადენებს გამოიყენებს. 185 მილის მილსადენი IGTI გაზს საბერძნეთს და იტალიას მიაწვდის, მისი ღირებულება – 2.5 მილიარდი ევროა, ხოლო კონსორციუმი ТАР, რომლშიც შედიან Statoil და E.ON გვთავაზობს ყველაზე მოკლე და იაფფასიან მილსადენს, რომლის ღირებულებაც 1.1 მილიარდი ევროა და ის საბერძნეთს და იტალიას ერთმანეთთან დააკავშირებს, გარდა ამისა ეს პროექტი გულისხმობს ყოფილი იუგოსლავიის რაიონში განშტოებების მშენებლობის შესაძლებლობას. ერთდროულად ორივე გაზსადენის სიმძლავრე გაუტოლდება ”ნაბუქოს” გამოცხადებული სიმძლავრის დაახლოებით მესამედს.

ამ პროექტების ღირებულება, როგორც სჩანს ასევე იმოქმედებს ნედლეულის ფასზე, მაგრამ იმის ხარჯზე რომ ორივე აპირებს ოპერაციების დაწყებას ერთდროულად სრული სიმძლავრით, უფრო მაღალი ხარჯები ნაკლებად საგრძნობი იქნება.

ახალი პირდაპირი გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით, სექტორი „მეოთხე დერეფნად“ განიხილავს, რომლის მიზანიც კონტინენტისთვის მიწოდებების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მიწოდებები 2009 წლის ზამთარში რუსეთ-უკრაინის საექსპორტო ტარიფებთან დაკავშირებული დავების გამო წყდებოდა. შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ათობით- ათასი სახლი და საწარმო გათბობის და ენერგიის გარეშე დარჩა.

გრემ სედლერმა, Deloitte-ის ნავთობით მომსახურების მმართველმა დირექტორმა აღნიშნა: „ევროკომისია მხარს უჭერს „ნაბუქოს“ პროექტს, რადგან ის ხელს უწყობს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას, მაგრამ პროექტის ეკონომიკური შემადგენელი ძალიან არაერთგვაროვანია. რთულია გაზის ბაზარზე იმ ინფრასტრუქტურული მეგაპროექტის დაფინანსება და ამუშავება, რომლისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისით საკმაოდ კონკურენტუნარიანი გაზის მიწოდებები. ასევე არსებობს ნედლეულის ფასებთან და სარესურსო ბაზასთან დაკავშირებული პრობლემები“.

BP-ში განაცხადეს: „კონსორციუმი შაჰ-დენიზი გეგმავს ”ნაბუქოსთან” და სხვა მილსადენურ ჯგუფებთან მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ იარსებებს სანდო მილსადენი, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის გაზს ევროპას მიაწვდის“.
foreignpress.ge

კომენტარი