სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი: თუ პრემიერი გადაწყვეტილებას მიიღებს, დავთანხმდები

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, ვიცე პრემიერის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის სავარაუდო დანიშვნის შესახებ, droni.ge მარგველაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გიორგი მარგველაშვილი: არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ პრემიერი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე დავთანხმდები. ახლა ჯერ არ ვიცი ამ პოსტზე რას გავაკეთებ, მაგრამ პრემიერის შემოთავაზებას დავთანხმდები, რადგან ჩვენ ვალდებულნი ვართ ქვეყნის კეთილდრეობისთვის სხვადასხვა მოვალეობები ვიტვირთოთ.

ივანიშვილმა მარგველაშვილის კანდიდატურაზე ჟურნალისტებისთვის მთავრობის 100 დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, პრემიერის განმარტებით მარგველაშვილის კანდიდატურა მას საკუთარ გუნდთან ჯერ არ განუხილავს და ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მიაწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100