სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობის წევრობისთვის სამსახური კიდევ ერთმა თბილისელმა დაკარგა

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გირშელ ბართაია სამსახურიდან დაითხოვეს. როგორც ბართაიამ droni.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნითაა გათავისუფლებული.

გირშელ ბართაია:  მე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი ვარ, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც აქტიურად ვმონაწილეობ პარტიის ცხოვრებაში და პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს ფოსტაში. პოლიტიკური შეხედულბების გამო ფოსტაში სამსახური დავკარგე.

ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა დამირეკა და არეული ლაპარაკი დაიწყო, არანაირი მიზეზი და ბრალი არ უთქვამთ. პირდაპირ განმიმარტეს, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ პოლიტიკურ გზას შევეშვებოდი.

აქციებზე მხედავდნენ, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი ვიყავი,რაც მათთვის მიუღებელი იყო, რადგან საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობაში ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები არიან.

პირნათლად ვმუშაობდი ფოსტაში, არცერთი დღე არ გამიცდენია, არცერთი საქმე არ ჩამიგდია, ამიტომ ვაპირებ ვიჩივლო და კომპენსაცია მაინც მოვითხოვო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100