როგორ დაინაწილეს მეოცნებეებმა სპორტის სამინისტროში თანამდებობები

ნეპოტიზმზე ქართულ პოლიტიკაში, ისაუბრა დღეს უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ნაცმოძრაობის ოფისში გამართულ, საგანგებო ბრიფინგზე.

ნადირაშვილის განცხადებით ქართული ოცნების წევრების ნათესავების დანიშვნის ტენდენცია ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაჩნდა, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო თვალშისაცემია მას შემდეგ რაც, ჟურნალისტებთან 100 დღიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას პრემიერმა მწვანე შუქი აუნთო თანამდებობებზე ქართული ოცნების ნათესავების დანიშვნას.

ნადირაშვილის განმარტებით, სწორედ ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ თუ არ ხარ ქართული ოცნების წევრის ნათესავი ვერ დაინიშნები წამყვან თანამდებობაზე და ვერ მიაღწევ რაიმეს თანამედროვე საქართველოში.

საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად, ირმა ნადირაშვილმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში არჩევნების შემდეგ შეცვლილ კადრებზე ისაუბრა.

ირმა ნადირაშვილი: ფერედაციების უმრავლესობაში პირველი თანამდებობის პირები შეცვალეს და ქართული ოცნების მხარდამჭერები დანიშნეს. 

პარლამენტის ვიცე სპიკერი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტად.

სპორტისა და ახალგაზრდულ სააქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა. რომელმაც თავის მხრივ კომიტეტში თავის მოადგილედ შოთა ხაბარელი დანიშნა, მისი შვილი მამუკა ხაბარელი კი ოლიმპიურ კომიტეტში დაინიშნა აბაშიძის მოადგილედ.

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

ყვარელის გამგებელი და ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი დავით ქევხიშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.

ივანიშვილის ცოლის კუთვნილი ტელევიზიის, მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი კახა ბექაური სროლის ფედერაციის პრეზიდენტია.

მოსწავლე ახალგზრდობის სახლის დირექტორად დაინიშნა ქართული ოცნების ყოფილი კანდიდატის დათა გოგსაძის მეუღლე.

თანამდებობის გარეშე არ დარჩნენ არც კახი კალაძის ნათესავები, ენერგეტიკის მინისტრის მეუღლის ძმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დანიშნეს. მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა კალაძის ცოლის დეიდაც.

კომენტარი