"დარიალზე" რუს სამხედროებს პარაშუტით ხტომაში წრთვნიან

ჩრდილოეთ ოსეთში, მთიან პოლიგონ "დარიალზე" რუსეთის სამხედრო მზვერავები და შავი ზღვის ფლოტის სახმელეთო დანაყოფები ხვეწენ სპეციალურ სამთო მომზადებას, შენიღბვისა და სხვა ამოცანეობს სასწავლო–საბრძოლო ამოცანების შესრულების პირობებში.

ტაქტიკური და საჰაერო–სადესანდტო მომზადების შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფები, სადესანტო ქვედანაყოფები და საზღვაო–ქვეითი დანაყოფები დისლოკაციის ადგილებში, მარტივ და რთულ მეტეოპირობებში, ახორციელებენ პარაშუტით გადმოხტომებს სრული დატვირტვით.

სულ საველე მომზადებისთვის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან გაწვეულია 19 ათასი სამხედრო და 3 ათასი ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.

კომენტარი