სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა იმალება რუსულ არმიაში პოპულარულ დევიზებს მიღმა (ვიდეო)

„დრონი.ჯი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად განახლებული ინფორმაციით უბრუნდება ერთხელ უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოს, თუმცა, მანამდე, ორიოდ სიტყვით - სტატიის მთავარ ფოტოზე და დევიზზე, რომელიც ამ ფოტოზე გამოსახული შენობის - სამხედრო ნაწილის შესასვლელშია გამოკრული.

ეს ცნობილი დევიზი, რომლის თანახმადაც ჯარისკაცს მოუწოდებენ, სამხედრო ნაწილი ოჯახად, მეთაური - მამად, ხოლო ამხანაგი - ღვიძლ ძმად აღიქვან, რუსულ არმიაში დღეს ძალიან პოპულარულია და მას შეხვდებით ყველა „რეაბილიტირებულ-განახლებული“ ნაწილის ადმინისტრაციულ შესასვლელთან. თვითონ ეს ფოტო კი რუსეთის თავდაცვის ასმინისტროს მიერჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის განკუთვნილი პრეს-ტურის დროს, ქალაქ კაზიოლსკში (!) მდებარე წითელი დროშის ორდენოსან 28-ე გვარდიულ სარაკეტო დივიზიაში გადაიღეს.

მაგრამ, როგორც ნოდარ დუმბაძის ცნობილი ბერძენი გმირი ამბობს, ეს მხოლოდ „ამოსვირინგებული“ სიტყვებია და რუსული არმიის ნამდვილი სახე უფრო ღრმად - ამ კედლებს მიღმა იმალება მაშინ, როცა ნაწილში არც ჟურნალისტები არიან და როცა მეთაურებს, შესაძლოა, არც სძინავთ, მაგრამ თვალი მაინც დახუჭული აქვთ...

ზუსტად ისე, როგორც ამ ვიდეოშია. აქ აღწერილი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ, კადრებში აღბეჭდილი „დაჩაგრული“ ჯარისკაცების მშობლებმა სასამართლოს მიმართეს. დაიწყო გამოძიება, სისიხლის სამართლის საქმეც აღიძრა და, როცა ყველა ფიქრობდა, რომ „დედოვშჩინით“ დაკავებულ ჯარისკაცენს თუ საპატიმროში არა, სადისციპლინო ბატალიონში მაინც უკრავდნენ თავს, ისინი მხოლოდ დააჯარიმეს - სამ ჯარისკაცს 15-15 ათასი რუბლი დააკისრეს და ისევ არმიაში მიაბრუნეს, უბრალოდ, სხვა ნაწილში გადაიყვანეს... შეგახსენებთ, რომ ვიდეო რჟევსკის პოლიგონში, 33491 სამხედრო ნაწილის ყაზარმაშია გადაღებული.

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ კი აუცილებლად იფიქრებთ, რომ იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც ამხანაგები მხარზე ახტებიან და ცხენებივით დააჭენებენ წინ და უკან, მათი წარმოდგენა ღვიძლ ძმებად, ალბათ, გაუჭირდებათ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100