"ყველაფერი მოდაშია, ის რაც გიხდებათ და არ გიხდებათ" - ნინა ზარქუას ექსკლუზიური ინტერვიუ "დრონი.ჯი"-სთან

შემოდგომის სეზონი დაიწყო. ეს პერიოდი სიახლეებთან ასოცირდება. განსაკუთრებით კი ბევრი სიახლე ამ დროს მოდის სფეროში ხდება. დიზაინერები შემოდგომა-ზამთრის კოლექციებზე იწყებენ მუშაობას, ტარდება მოდის კვირეულები, ბოლოს კი მათ მოდის მიმდევრები ირგებენ. რა ტენდენციები იქნება 2017 წლის შემოდგომაზე - ამ კითხვით „დრონი.ჯი“ ნინა ზარქუას დაუკავშირდა და ის სიახლეებიც გამოკითხა, რასაც დიზაინერი ქალბატონებს შესთავაზებს:

„წელს მოდაში ყველანაირი ქუსლისა და ცხვირის ფეხსაცმელი იქნება. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოთ. წელს მოდა მეტ თავისუფლებას აძლებს ქალბატონებს, რაც სურთ ის უნდა ჩაიცვან. შეიძლება ითქვას ქაოსია. ყველა ფერი აქტუალურია, იასამნისფერი შეგიძიათ ყვითელს შეუხამოთ. მოდა ძალიან მარტივი გახდა, ყველა ტიპის ადამიანს მოერგო. ყველაფერი მოდაშია, ის რაც გიხდებათ და არ გიხდებათ.


მომხმარებელს ბევრ სიახლეს ვპირდები. ვასრულებ მუშაობას ახალ კოლექციაზე. ეს კოლექცია მოდის კვირეულზე შოუ რუმის სახით იქნება წარმოდგენილი. იმედი მაქვს მოეწონება ჩემს მომხმარებელს. იქნება „ლაქშერი“ კოლექცია, ბუმბულებით, ბრჭყვიალებითა და ბევრი დეტალით. პირველად ვმუშაობ ჩანთებზეც, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჯერჯერობოთ არავის ვაჩვენებ, მუშაობის პროცესშია. ვმუშაობ ასევე აქსესუარებზეც.

ტანსაცმლის ხაზის გამოშვებაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, თუმცა მომავლისთვის აუცილებლად ვგეგმავ. მინდა ჩემი სახელი უფრო ფეხსაცმლისა და აქსესუარების კუთხით დამკვიდრდეს.

რაც შეეხება მამაკაცის ხაზს, არ ვაპირებ ამ კუთხით მუშაობას. ქართველი მამაკაცები ძალიან პორეტენზიულები არიან. თუმცა კონკრეტულ შეკვეთებს ვაკეთებ. თუ მთხოვენ მათთვის ფეხსაცმელებსა და მაისურებს ვქმნით.

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი. ბრენდი 2016 წელს შევქმენი და უკვე 1 წელია ვმუშაობ. შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებულად მიდის ჩემი საქმიანობა“, - ნინა ზარქუა.


კომენტარი