თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი

25 დეკემბერი, თიბისი ბანკმა მომხმარებელებს კიდევ ერთ სიახლე წარუდგინა - მათ, ვისაც ახალაშენებულ ობიექტებში იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურთ, ბანკი ერთ სივრცეში თავმოყრილ ინფორმაციას და სპეციალურად მათზე მორგებულ სესხის პირობებს სთავაზობს.

იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია- მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მშენებარე ობიექტების შესახებ და აქვე შეავსონ სესხის განაცხადი მათ მიერ არჩეული უძრავი ქონების შესაძენად. პროექტის ფარგლებში იპოთეკური სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

იპოთეკურცენტრში მომხმარებლები მიიღებენ:

საუკეთესო პირობებს იპოთეკურ სესხზე;

კონსულტაციას ბინის შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებით;

სპეციალურ, მათზე მორგებულ შემოთავაზებებს.

ცენტრში ამ ეტაპზე წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარესხვადასხვა დეველოპერული კომპანიების 20-მდე მშენებარე პროექტი.

იპთეკური ცენტრი მუშაობას უკვე შეუდგა ჭავჭავაძის 11-სა და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ბანკის ფილიალებში.

კომენტარი