ERTAD.GE სვანური ტრადიციების მხარდასაჭერად

25 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის: „წინაპართა ნაკვალევზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმის ჩვენება საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge-ს მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში შედგა. 

დოკუმენტური ფილმი პროექტ ERTAD.GE-ს გამარჯვებული ორგანიზაციის, „ლაჰილის“ ორგანიზებით შეიქმნა, რომლის მიზანიც სვანური კულტურის, ფოლკლორისა და ენის პოპულარიზაციაა. საგულისხმოა, რომ UNESCO-მ სვანური ენა დავიწყების პირას მყოფ ენათა ჯგუფს მიაკუთვნა. ამდენად, მსგავსი ინიციატივები საზოგადოებას კიდევ ერთხელ დააფიქრებს მისი მნიშვნელობის შესახებ.

ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები ადამიანების საინტერესო იდეების დაფინანსებაა.

პროექტის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია, თვის განმავლობაში კი პროექტების დასაფინანსებლად 4000 ლარია გათვლილი. კონკურენციის შენარჩუნების მიზნით ერთი პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 2500 ლარით განისაზღვრა.

საპროექტო ელექტრონული განაცხადის მიღება ყოველი თვის 25 რიცხვამდეა შესაძლებელი, რაც შეეხება კონკურსს, ის საჯაროა და მასში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კონკურსი სპეციალური პლატფორმისა და www.ertad.ge- ზე განთავსებული მთვლელის მეშვეობით ხმათა ოდენობას ავტომატურად ადგენს. გამარჯვებულიც შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით ვლინდება. მეტი ხმა გამარჯვებასთან მიახლოვების ტოლფასია.

ამ დრომდე პროექტ ERTAD.GE -ს ფარგლებში 10-ზე მეტი პროექტის დაფინანსება და ათობით საინტერესო ადამიანის აღმოჩენა მოხერხდა.

კომპანია Vivus.ge-ს საქველმოქმედო პროექტი მხარს უჭერს მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და გარემოს დაცვის განვითრებას.

კომენტარი