სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ და შპს „ბარამბოს“, ჩინელ ინვერსტორთა 20 კაციანი ჯგუფი ეწვია.

ჩინელი ინვესტორები, საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ,,თბილისის აბრეშუმის გზის" ფარგლებში იმყოფებიან. მხარეებმა ქარხნის დათვალიერების შემდეგ ხანმოკლე დიალოგი გამართეს. დიალოგისას გაჟღერდა ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ს.ს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და შპს „ბარამბოს“ მიერ გაჟღერებული ახალი საწარმოო ხაზებისა და ახალი წარმოებების განვითარება სწორედ ჩინური მხარის ჩართულობით იგეგმება.

ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩართვისთვის მზაობა.

ზემოხსენებული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ჩინეთის ეკონომიკა არის მზარდი და ძლიერი. ამასთან, ჩინეთს აქვს ძალიან დიდი ბაზარი. ცხადია მივესალმებით ყველანაირ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული, ადგილობრივი წარმოების პროდუქციისათვის ექსპორტის გეოგრაფიის ზრდას“ - განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

კომენტარი