სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მულტი-გართობა Gem Fest-ზე 99 ლარად

15 ივნისიდან GEM Fest-ზე მულტიპასების წინასწარი გაყიდვა იწყება. ფასი? - 99 ლარი! ასეთ ფასად მოიპოვებთ, მთელი ფესტივალის განმავლობაში - 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ულიმიტოდ შესვლის ბილეთს ფესტივალის ტერიტორიაზე. ამისთვის სულ ცოტა გამართლება და სისწრაფეა საჭირო, რადგან GEM Fest-ზე სახელობითი ულიმიტო შესვლის ბილეთს, 99 ლარად, მხოლოდ პირველი 1000 ელექტრონული მუსიკის მოყვარული შეძლებს.

GEM Fest-ის ორგანიზატორებისგან სიურპრიზები ამით არ მთავრდება. პრომო-ფასად შესაძლებელი იქნება Full House Pass-ის შეძენაც. კარვების ქალაქის ორადგილიან კარავში ცხოვრების ღირებულება ერთი ადამიანისთვის, ფესტივალის მულტიპასთან ერთად, 239, ორისთვის კი - 338 ლარი იქნება. შარშანდელისგან განსხვავებით, ორგანიზატორები კარვების ქალაქში ჩრდილსაც უზრუნველყოფენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ადგილების რაოდენობა კარვების ქალაქში, ისევე, როგორც მულტი-პასები, შეზღუდულია და მისი შეძენა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე eventer.ge

სრული ინფორმაცია GEM Fest-ის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე Gem-fest.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100