პაციენტს, რომლეიც 10–20 წელი არ იყო მოსული ექიმთან, გაუჩნდა შესაძლებლობა, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას

ჯანდაცვის რეფორმებზე საუბრობს კლინიკა ,,იუნონას’’ ოჯახის ექიმი ჯული შამელაშვილი. ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის პირველად რგოლში მომუშავე ექიმების ხელფასის გაზრდა.

,,ჩემი აზრით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია. კმაყოფილია როგორც ექიმი, ასევე პაციენტი. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმებს გაეზრდებათ ხელფასი. ისინი მართლაც ძალიან დიდ შრომას სწევენ პაციენტებთან მიმართებაში.

რაც შეეხება ექიმების დატრენინგებას, ესეც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითა. ამ ტრენინგებს ადრე სავალდებულო სახე ჰქონდა, ახლა კარგა ხანია აღარ ჩატარებულა და თუ ეს ტენდენცია ისევ დაინერგება, ძალიან მოხარული ვიქნები“, – ამბობს ოჯახის ექიმი.

მისი აზრით, პირველადი რგოლის რეფორმა ნამდვილად იქნება ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასაწევი ხარჯია. პირველადი რგოლის მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული. ჩვენს შემთხვევაში, პაციენტს, რომელიც 10–20 წელი არ იყო მოსული ექიმთან, სახელმწიფომ მისცა შესაძლებლობა, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. თუ პირველადი რგოლი კიდევ უფრო გაძლიერდება, გაზრდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, განვითარდება პოლიკნინიკებისა და ამბულატორიების ინფრასტრუქტურა და სხვა, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება, ექიმიც, პაციენტის და სახელმწიფოც“, – მიაჩნია შამელაშვილს.

მედიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები იძლევა შესაძლებლობლობას, რომ პაციენტებმა დროულად დაამარცხონ ან მართონ ქრონიკული დაავადებები ოჯახის ექიმის მეშვეობით და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.

კომენტარი