სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნესტან კირთაძე: კამპანია რა გაწუხებს ?ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას ჯანდაცვის სფეროს მიმართ

„რა გაწუხებთ?“ ჯანდაცვის სამინისტროს და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივაა, რომლის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მიღებული შედეგები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომავალ საქმიანობაში აისახება. კითხვარის შევსება ვებ-გვრდზე www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.

ამ სოციალურ ინიციატივასა გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე.

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის რეფორმა,დაწყების პირველსავე წლებში, ვერ მივიდა თითოეულ ადამიანამდე სათანადო პიარის არქონის გამო.რაც შეეხება, ახალ ინიციატივას – რა გაწუხებთ? თუკი მინისტრი და მისი გუნდი მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ მას და გაითვალისწინებენ შედეგებს, ნდობა ამ სფეროს მიმართ უფრო გაიზრდება. ყველა რეფორმას თან სდევს სირთულეები, ნაწილობრივი და შერჩევითი დაფინანსება, კოორდინაციის არქონის პრობლემა და სხვა. პაციენტმა იცის მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსების შესახებ და არაფერი სმენია იმ პროგრამებზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტებში მოქმედებს. ამიტომ მეტი კოორდინაციაა საჭირო ინსტიტუტებსა და მოსახლეობას შორის, რათა მეტი ინფორმაცია და დახმარება მიიღონ მათ“,- ამბობს ნესტან კირთაძე.

ის დადებითად აფასებს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმასა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, თუმცა მიაჩნია, რომ ასეთი პროგრამები მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს კედლებში არ უნდა იყოს მოქცეული და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„საბიუჯეტო პრობლემების მიუხედავად, რეფორმამ მაინც გაიმარჯვა. მან მიიქცია არა მხოლოდ „შინაურების“, არამედ, უცხოელი პარტნიორების ყურადღება. C ჰეპატიტის პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა.მან გაიმარჯვა ყველა მიმართულებით, პიარის, შედეგების, მხარდაჭერის თვალსაზრისით.C ჰეპატიტი დაუმარცხებელ დაავადებად ითვლებოდა, მაგრამ მისი მკურნალობა შესაძლებელი გახდა.“

ნესტან კირთაძე, ასევე საუბრობს მედიკამენტების ფასებზე და მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი მხოლოდ საკუთარ ზემოგებაზე არ უნდა ააგონ, რათამეტნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს პროდუქცია: „მედიკამენტების წვდომის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მედიკამენტების უმეტესობა ბიუჯეტიდანარ ფინანსდება და სამწუხაროდ, ბევრ ხელმოკლე ადამიანს უხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობა. გადასაწყვეტია მედიკამენტების ფასების რეგულაციის საკითხი“.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ნესტან კირთაძე ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებს:

„უნივერსალური პოსტულატია: თუ ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომია მოქალაქისთვის, მაშინ იმ ქვეყანაში გაიმარჯვებს ყველა ტიპის პროექტი და ის ჩაითვლება წარმატებულ ქვეყნად.ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს სულ ვამბობდი, მთავარია, მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნა საქართველოს მთავარ ქალაქებში და კონფლიქტის რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ექნება არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის, არამედ, ხარისხიანი სერვისის მიღების საშუალებაც.“

მისი აზრით, ჯანდაცვის სფეროს ბევრი პროექტი და პროგრამა უნდა დაფინანსდეს ძირითადად უცხოელი პარტნიორებისა და დონორების მეშვეობით, რადგან ქვეყნის ბიუჯეტმა შესაძლოა,გლობალური რეფორმის გაგრძელებას ვერ გაუძლოს:

„რაც შეეხება თანხას, ნუ შეაშინებს დავით სერგეენკოს ფინანსთა მინისტრის მიერ დათვლილი ბიუჯეტი, თავისი კონტაქტებით, პირადი ურთიერთობებით თუ წაიმუშავებს სხვადსხვა ქვეყნის კოლეგებთან და პარტნიორებთან, ძალიან ბევრი დონორი გამოჩნდება. ეს ხელისუფლება, წინასგან გასხვავებით, აქტიურად არ მუშაობს უცხოელ დონორებთან. ჯანდაცვის სფეროში მთავარი სტრატეგია უნდა იყოს უცხოელი პარტნიორების მოზიდვა,რაც დიდ შედეგს გამოიღებს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100