ამერიკული დოლარის ისტორია – რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვალუტა?

ყოველდღიურად უამრავი ადამიანის ხელში ხვდება დოლარის სხვადასხვა კუპიურა, მაგრამ საკითხავია, მათგან რამდენი აქცევს ყურადღებას სხვადასხვა სიმბოლოებსა და გამოსახულებებს, რომელიც დატანებულია მწვანე ვალუტაზე.

აშშ-ს „მწვანე ფულის“ ისტორია 1785 წელს დაიწყო და იგი კონგრესის მიერ იქნა მიღებული, როგორც ამერიკის ეროვნული ვალუტა. წლების განმავლობაში მან მთელი მსოფლიო მოიცვა და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დოლარი უამრავ საიდუმლოს ინახავს და მისი შექმნის ისტორია საკრალური და ბურუსით მოცულია.

თუ კარგად დავაკვირდებით დოლარის დიზაინს, მივხვდებით, რომ მასზე დატანებული სიმბოლოები საკმაოდ მრავლისმეტყველია. თითოეული გამოსახულება გარკვეულ ალეგორიად გვევლინება. ასე, მაგალითად, ერთ დოლარიანის უკანა მარცხენა მხარეს პირამიდაა გამოსახული, რომლის მწვერვალზეც ადამიანის თვალია მოქცეული. თვალშისაცემია მარჯვნივ გამოსახული არწივიც, რომელიც აშშ-ს ამჟამინდელი ემბლემაა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ დოლარის შექმნაში მასონური ხელი ურევია, რადგან ზემოთ აღნიშნული თავწაკვეთილი პირამიდის სიმბოლო სწორედ მასონებს ეკუთვნით. თვალი იშიფრება, როგორც უხილავი მმართველი, რომელიც ჰარმონიულ სამყაროზეა მოქცეული ზემოდან, ხოლო თუ პირამიდას ებრაულ ვარსკვლავში მოვაქცევთ, ვარკსვლავის თითოეული ქიმი მიუთითებს სხვადასხვა ასოებზე, რომლის შეერთებითაც მივიღებთ სიტყვას M.A.S.O.N. საინტერესოა აგრეთვე პირამიდის ქვემოთ მდებარე წარწერა “Novus Ordo Seclorum”, რომელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება „ახალი მსოფლიო წესრიგი.“ რაც შეეხება არწივს, მას ნისკარტით ლენტი ლენტი უჭირავს, რომელზეც დატანებულია წარწერა – ”E PLURIBUS UNUM” – ეს კი ითარგმნება შემდეგნაირად - „ერთის ბატონობა სხვა მრავალზე.“ მკვლევარების მტკიცებით, მასონების მიზანი სწორედ სამყაროზე ბატონობა და ცივილიზაციის გარდაქმნაა. იმისთვის, რომ ადამიანებში პროტესტის ტალღა არ წამოვიდეს, მასონები საიდუმლო დაჯგუფებად რჩებიან და შეუმჩნევლად მოქმედებენ. დოლარზე გამოსახულ არწივს მარჯვენა ბრჭყალით აკაციის ტოტი უჭირავს, რომელიც ასევე მასონური საღვთო სიმბოლოა. ლეგენდის თანახმად, ამ მცენარეს შეუძლია გახსნას მასონის დამაარსებლის, ხირამის საფლავი. ხოლო არწივის მარცხენა კლანჭში მოთავსებულია ისრები, რომელიც ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, მასონების საიდუმლო დაჯგუფებაში ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი და დიდი პოლიტიკოსი ბენჯამინ ფრანკლინიც შედიოდნენ და საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ. ისინი ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელები იყვნენ, რომლის შედეგადაც ბრიტანელები გაძევებულნი იქნენ ბოსტონიდან. ეს ორი ფიგურა ასევე დიდ როლს თამაშობდა დოლარის დიზაინის შექმნაში და ამერიკის ძლიერ იმპერიად ჩამოყალიბებაში.

არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ციფრ 13-ს, რომელიც უხვადაა გამოყენებული დოლარის უკანა მხარეზე და რომელიც სხვადასხვა კულტურაში ერთხმად მოიაზრება, როგორც თარსი ციფრი. 13 ვარსკვლავი არწივის თავზე მოქცეულ წრეში, ამავე რაოდენობის აკაციის ტოტი არწივის ბრჭყალში და მასზე სათითაოდ 13 ფოთოლი და ყლორტი, 13 ისარი მეორე ბრჭყალში. პირამიდის 13 საფეხური და წარწერები, რომელთა ასოების რაოდენობაც ამ საკრალურ ციფრს ემთხვევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიცხვი 13 ამერიკის შტატების პირვანდელ რაოდენობას წარმოადგენს.

სიმბოლოების შესწავლითა და გაშიფრვით მივდივართ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც დოლარის შექმნა და გაფორმება გარკვეულ საკრალურ მოვლენასთან არის დაკავშირებული და თუ ამთეორიას დავუჯერებთ, მასონებმა მწვანე ვალუტის საშუალებით დაიპყრეს თითქმის მთელი მსოფლიო და დღემდე განაგრძობენ მასზე ბატონობას.

კომენტარი