საქართველოში ახალ iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ზე მოთხოვნა რეკორდულად მაღალია

Apple-ის მიერ 12 სექტემბერს, წარდგენილ ახალ iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ზე მოთხოვნა რეკორდულად მაღალია. როგორც iPhone+ში აცხადებენ, აღნიშნულ მოდელებზე მოთხოვნა რამდენჯერმე მეტია, ვიდრე შარშან iPhone 7-ის და iPhone 7 Plus-ზე გაყიდვების დაწყებისას იყო.

“ჩვენ მოგვიწია რამდენჯერმე გაგვეზარდა iPhone 8-ის და iPhone 8 Plus-ის რაოდენობა. მოთხოვნა თითქმის 320%-ით მეტია, ვიდრე გასულ წლებში ახალი iPhone-ების გამოსვლისას იყო”, - ამბობს iPhone+ის გენერალური მენეჯერი კახა სეფაშვილი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ბაზარზე რეკორული მოთხოვნისა, რომელიც კომპანიისთვისაც მოულოდნელი იყო, სრული დატვირთვით მუშაობს iPhone+ის ფილიალები.

“iPhone-ების საქართველოში შემოსატანი რაოდენობა თითქმის 10-ჯერ გავზარდეთ, ვიდრე პროგნოზირებული გვქონდა. რიგების თავიდან ასაცილებლად კომპანიის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია”, - ამბობს კახა სეფაშვილი.


iPhone+ მომხმარებელს თხოვნით მიმართავს, ისარგებლონ კომპანიის ვებ-გვერდით www.iPlus.ge, ან Facebook-გვერდით iClub.ge და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს კომპანიის ქოლ-ცენტრს, iPhone+ ამის მიზეზად ზარების რაოდენობის რამდენჯერმე გაზრდას ასახელებს.

“იმისთვის, რომ დიდხანს არ დაყოვნდეთ iPhone+თან დაკავშირებისას, გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენთან კონტაქტის ალტერნატიული კომუნიკაციის არხები. ქოლ-ცენტრი რამდენიმე დღეა სრულიად გადაიტვირთა, რადგან მომხმარებლების მოთხოვნა ახალ iPhone-ებზე რამდენჯერმე გაიზარდა, ვიდრე გასულ წლებში იყო”, - აცხადებს აიპლიუსის (iPhone+) გენერალური მენეჯრი კახა სეფაშვილი.

კომენტარი