სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქია ქუთაისში - გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა

გადაუღებელმა წვიმამ და ქარმა ქუთაისში, თაბუკაშვილის 86 ნომერში ციბაძეების ოჯახი დააზარალა.

როგორც სახლის მაცხოვრებლები ამბობენ, ისინი იმ დროისთვის შინ იმყოფებოდნენ ბავშვებთან ერთად, რა დროსაც სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოასწრეს. ადგილზე ქალაქის მერი და იმერეთის გუბერნატორიც იმყოფებოდნენ.

დაზარალებულ ოჯახს ქალაქის მერია დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს. პარალელურად დაითვლება ზარალი და ოჯახს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაეხმარებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100