სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესს კვლავ არ ესწრება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესს კვლავ არ ესწრება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, დაიკითხება ორი ექსპერტი, რომლებმაც 20 ივნისის საქმის ამსახველ ვიდეომასალაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ადვოკატის განმარტებითვე, ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს და ოქრუაშვილისთვის ბრალიც არ უნდა წარედგინათ. ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, სასამართლომ მას სასჯელი მიუსაჯოს, მაგრამ საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100