ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ზაქრო ბუთხუზი საოკუპაციო ძალებმა გუშინ სოფელ ქვეშის განაპირას დააკავეს.

28 წლის მამაკაცის გატაცების დეტალები ბუნდოვანია, რადგან ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველები. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ახლობლების განცხადებით, მამაკაცი საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება. გატაცებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება. დაკავებული სავარაუდოდ ცხინვალშია გადაყვანილი. ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

კომენტარი