სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს რა იყო, ერთი ნიჩაბი მიწაც არ მოგაყარეს, მთელმა ახალგაზრდობამ ხელით ამოავსო შენი სამარე! პირველი გოროხის დაცემის ხმა არ გაგაგონეს!" - აი, ასე ემშვიდობებიან მხატვარ შაკო შუკვანს ახლობლები

აი, ასე ემშვიდობებიან 24 წლის უნიჭიერეს მხატვარს, შაკო შუკვანს, ახლობლები, რომელიც დიდხანს ებრძოდა მწვავე ლეიკემიას. მან მთელი ერი გააერთიანა თავის ირგვლივ და სიკვდილის შემდეგ დაიმკვიდრა მარადისობა:


"ველოდი, როდის დაიწმინდებოდა გონება, როდის დაყუჩდებოდა ტკივილი, როდის შეჩერდებოდა ცრემლი, რომ რაღაც დამეწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტკივილი დაუყუჩავია! მამის ბიჭო, ჩემო ნიჭიერო, ჩემო რაინდო, როგორ შეძელი ჯერ სიცოცხლეში- მთელ საქართველოს შენზე ელოცა და შენთვის ებრძოლა და ახლა, სიკვდილით- მთელი ერი აგებღავლა! შენნაირები ცოტა ჰყავს სამყაროს და როდესაც ასეთი ვარსკვლავი ქრება, ყველასთვის ღამდება, ყველასთვის ბნელდება, ყველას სულში წყვდიადი წვება! დღეს მხოლოდ შაკო არსებობს, დღეს ყველას გონებაში შაკო ტრიალებს, ყველას მხოლოდ შაკო სტკივა! შენი ძმების ბღავილი მთელი ცხოვრება არ ამომივა გონებიდან! მარის შეძრული სახე ჩემი თვალებიდან ვეღარ ამოვა, შენი დედ- მამის სიბრალული როგორ გამინელდება! რა დამავიწყებს ამდენი პატარა გოგო- ბიჭების კარდაკარ სიარულს შენს გადასარჩენად! ქუჩებში ამღერებულ გოგო- ბიჭებს შენს გამო, რომ კაპიკ-კაპიკ შეეგროვებინათ ფული შენს სამკურნალოდ! ეს რა იყო, ერთი ნიჩაბი მიწაც არ მოგაყარეს, მთელმა ახალგაზრდობამ ხელით ამოავსო შენი სამარე! პირველი გოროხის დაცემის ხმა არ გაგაგონეს! მსუბუქი იყოს ეს მიწა შენთვის, ჩემო ალალო ბიჭო, ჩემო დიდო ხელოვანო! ნუთუ შენი ხელები დღეიდან ვერ შექმნიან შედევრებს?! ვაი, რომ დამთავრდა ყველაფერი!!! გეფერები, სამარადისოდ, მამი!!!"

ველოდი, როდის დაიწმინდებოდა გონება, როდის დაყუჩდებოდა ტკივილი, როდის შეჩერდებოდა ცრემლი, რომ რაღაც დამეწერა, მაგრამ,...

Posted by ლია შუკვანი on კვირა, 12 აპრილი, 2020

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100