სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაბანში ხელყუმბარა აფეთქდა.

გარდაბანში ხელყუმბარა აფეთქდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ:

„გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე, რუსული წარმოების „F-1"-ის ტიპის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ბლიაძეების ოჯახში, გარდაიცვალა 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ომარ ჭამიაშვილი. 1995 წელს დაბადებული ოთარ ბლიაძე კი - სხეულის მრავლობითი დაზიანებით საგარეჯოში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ომარ ჭამიაშვილი ბლიაძეების ნათესავი იყო და მათთან სტუმრობდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სტუმარს ხელყუმბარა აუფეთქდა. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად, დაიჭრა ოჯახის უფროსი ოთარ ბლიაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). გამოძიებას ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებს. „

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100