სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალვადორ დალის ნამუშევარი რეკორდულ თანხად გაიყიდა

სალვადორ დალის ფონდმა „გალა-სალვადორ დალი“-მ ესპანელი სურეალისტის შედევრში რეკორდული თანხა გადაიხადა. ფონდმა „პეიზაჟი საიდუმლო ელემენტებით“ 7,8 მილიონ ევროდ, ანუ 11,14 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

აღნიშნული ტილო 1934 წელს შეიქმნა. მისი ზომა 72,8 59,5 სანტიმეტრზეა. სურათი კერძო პირმა შეისყიდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ტილოზე ნიდერლანდელი მხატვარი, იან ვერმეერია გამოსახული, რომელიც „იდუმალ პეიზაჟს“ ხატავს, სურათის უკანა ფლანგზე კი დალიმ საკუთარი ბავშვობა გამოსახა.

ეს უკვე მეორე ნახატია, რომელშიც ფონდმა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. მიმდინარე წლის მარტში, კოლექციას სურეალისტის კიდევ ერთი ნახატი შეემატა, რომელიც ფონდმა 4,7 მილიონ ევროდ შეიძინა. სალვადორ დალის ფონდის მხატვრისეული კოლექცია, ამავე მხატვრის მუზეუმში ქალაქ ფიგარასშია გამოფენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100