სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანრი ჯოხაძემ ყველა ქართველ მომღერალს აჯობა და...

ოტიუმში დღეს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა თავყრილობა იყო, მიზეზი „ოქროს ტალღა 2014“-ის დაჯილდოების ცერემონია გახლდათ.

წითელი ხალიჩა, არაჩვეულებრივი გარემო, მუსიკა, ცივი სასმელები, ღიმილიანი სახეები, გრანდიოზული ცერემონია და რაც მთავარია გამარჯვებულთა ვინაობის გაგების სურვილი საღამოს მთავარი მახასიათებლები გახლდათ.

მთავარი პრიზი 5 ათასი ლარი ანრი ჯოხაძეს გადაეცა, რომელმაც წლის საუკეთესო კლიპისა და წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციებში გაიმარჯვა.

დანარჩენი ნომინაციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

წლის დებიუტი - ანსამბლი „მეტეხი“ - ჩემო ფერია. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: გიორგი რუხაძე

წლის მომღერალი მამაკაცი - ზურა ხაჩიძე - ღამის სიზმარი. კომპოზიტორი: კირიაკოს პაპანდოპულოსი, ტექსტი: ნანა ცინცაძე

წლის მომღერალი ქალი - ნინა სუბლატი - ნაიარევს. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი

წლის დუეტი - ანსამბლი „ქართული ხმები“ და ნიაზ დიასამიძე - ბეჩა ყირამალა. კომპოზიტორი: ბორია გუგეშაშვილი

წლის ჯგუფი - გამოუვალი მდგომარეობა - სიყვარული ძნელია. კომპოზიტორი: ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი

წლის ანსამბლი - ანსამბლი „ქართული ხმები“ - თავისუფლება ლომთა ხვედრია კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი, ტექსტი: ჯანსუღ ჩარკვიანი

ხალხის რჩეული სიმღერა - გელა გურალია - დაბრუნდი. კომპოზიტორი: ჯუმბერ ამანათაშვილი, ტექსტი: ნანა ცინცაძე

წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილი - ვარდისფერი ნავი. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: მანუჩარ მანჯავიძე

წლის საუკეთესო როკ-სიმღერა - გამოუვალი მდგომარეობა - სიყვარული ძნელია. კომპოზიტორი: ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი

წლის საუკეთესი ჰიპ-ჰოპ სიმღერა - შავი პრინცი - მეძახიან შავს

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა - ანსამბლი „მეტეხი“ - ჩემო ფერია. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: გიორგი რუხაძე

მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - „ცისფერი ტრიო“

რადიო „ფორტუნას“ რჩეული - თეატრალური კვარტეტი.

რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული - ჯგუფი „სეიშენი“ - შემიყვარდი კომპოზიტორი: ლაშა აბზიანიძე, ტექსტი: მაიკო ფუტკარაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული - ჯგუფი „ბანი“ - კავკასიური ბალადა. სიმღერა: ხალხური, ტექსტი: ამირან ჭიღლაძე

რადიო „ავტორადიოს“ რჩეული - კახაბერი და ხანუმები - Romale

წლის სიმღერა - ანრი ჯოხაძე - განა ყველა ქალი ქალია. კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი: ანრი ჯოხაძე

ტელეკომპანია „Music Box - ის“ რჩეული - ანრი ჯოხაძე - განა ყველა ქალი ქალია

„ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2014 წლის მანძილზე ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში 79 სიმღერა მონაწილეობდა.

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

დაჯილდოების ორგანიზატორი გახლავთ რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100