რატომ ირჩევს მამაკაცი ქერა ქალს?

მამაკაცი ქალს გარეგნობის მიხედვით ირჩევს და ხშირად პრიორიტეტს ქერას ანიჭებს. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მამაკაცებს ქერა ქალები მოსწონთ

1. ქერა ქალი მსოფლიოში ცოტაა.

მართალია სკანდინავიის მხარე და ბალტიის ქვეყნები სავსეა ქერა გოგონებით, დანარჩენ მსოფლოში ისინი მაინც იშვიათობას წარმოადგენენ. როცა მამაკაცს გოგონათი მეგობრებთან თავის მოწონება სურს, ქერა ქალი მისი საოცნებო არჩევანია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მის რჩეულს სხვა ყველაფერი თავის ადგილზე აქვს.

2. ქერები მალე იშვიათობად იქცევიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქერა ქალების პროცენტული რაოდენობა შავთმიანებზე ნაკლებია და მომავალში კიდევ უფრო დაიკლებს. მიზეზი მესამე მსოფლიოში შობადობის მატებაა, რაც მხოლოდ შავგვრემანებს ამრავლებს.

3. ქერები ჩერჩეტები არიან?

ეს ისეთივე მითია, როგორც მითი ებრაელების ეშმაკობის შესახებ. ბევრმა ქალმა კარგად გაითავისა ეს სტერეოტიპი - მეცნიერებათა დოქტორიც რომ იყოს, ქერა ქალი თავის ინტელექტუალურ ღირსებებს ერთი სულელური გადაკისკიებით გადაფარავს. ეს ნაკლი არ არის, ქერებს ქარაფშუტობა არათუ ეპატიებათ, მოეთხოვებათ კიდეც. ასე რომ, როცა მამაკაცს უნდა თავი ეინშტეინად იგრძნოს, ქერა ქალი საუკეთესო არჩევანია.

4. ქერასთან არ მოიწყენ.

ეს სერიოზული უპირატესობაა - როცა კაცს სურს მის უნიჭო ხუმრობებზე ვინმემ გულიანად იცინოს, ქერა ქალი ნამდვილად გამოადგება. ცნობილი ქერათმიანი მსახიობებიც ძირითადად მხიარული ქალების იმიჯს ირგებდნენ.

5. ქერა ხშირად ცისფერთვალებაა.

ლურჯი თვალი ღია ფერის თმებს ბონუსად მოჰყვება. თუ ქერა ქალს აირჩევთ, ცხოვრებას ლურჯი თვალების ჟუჟუნითაც გაილამაზებთ.

ამერიკელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ შავთმიანმა ქალებმა, რომლებმაც თავიანთი იმიჯი ქერათი შეცვალეს, გარკვეული დროის შემდეგ ქერების მანერებიც შეიძინეს: მხიარულობენ და სისულელეებს ჩადიან.

კომენტარი