სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენელოპა კრუსმა საჯაროდ იტირა

პენელოპა კრუსმა ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა. საბედნიეროდ, 37 ვარსკვლავი მხოლოდ დიდმა სიყვარულმა აატირა. როდესაც ჟურნალისტმა მას კითხვა შვილზე დაუსვა, კრუსს თვალები ცრემლებით აევსო.

შემდეგ კი ბოდიში მოიხადა: ”უკაცრავად, როგორც წესი, ასეთი რამეები არ მემართება-ხოლმე... მაგრამ, საკმარისია, ჩემ შვილზე ვიფიქრო, რომ...” - განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.

პენელოპა კრუსი და მისი მეუღლე, ხავიერ ბარდემი მშობლები იანვარში გახდნენ. ამ დრომდე ისინი შვილს მასმედიას უმალავდნენ. პენი არათუ ფოტოებს არ ავრცელებდა, ბავშვზე საუბარსაც კი თავს არიდებდა.

თუმცა, მსახიობმა ტაბუ დაარღვია და რამდენიმე დღის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა - ”დედობა - ეს აუწერელი ბედნერებაა. ბავშვის დაბადების წამიდან უზარმაზარ სიყვარულს გრძნობ!”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100