სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯეოსტარიდან“ „ერთი ერთში“-მდე გაზრდილი პოპულარობა და მარიტა როხვაძის დიდი შრომით მიღწეული წარმატება

ჯეოსტარიდან“ „ერთი ერთში“-მდე გაზრდილი პოპულარობა და ქართველიკონკიასდიდი შრომით მიღწეული წარმატება. მარიტა როხვაძე საკუთარი ცხოვრებისა და მიღწეულის შესახებ დრონი.ჯის-თან საუბრობს.

როდის გაიცნო მარიტა როხვაძე საზოგადეობამ და როგორ მოხვდი პროექტერთი-ერთში“?

ყველაფერი ჯეოსტარიდან დაიწყო, შემოქმედებითი გზა მართალია უფრო ადრე დავიწყე მაგრამ ესყველაზე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. ეს იყო უდიდესი შრომის ფასად მიღებულიგამარჯვება, შემიძლია თამამად ვთქვა რომ შრომა დამიფასდა და გავხდი ჯეოსტარი 2011 წლისგამარჯვებული.

შემდეგ იყო „ბრავო“ სადაც პროფესიონალი მომღერლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩემი მენტორივანიკო თარხნიშვილი იყო მადლობა მას გვერდში დგომისთვის, ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომჩვენი ნომრები საინტერესო ყოფილიყო. ამ წელს ფინალისტებში მოვხვდი და ჩემმა მეგობარმა ოთონემსაძემ მოიგო, ეხლა ერთი-ერთშიც კონკურენტები ვართ, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ეს ხელს არუშლის.

ამბობ რომ შენით მიაღწიე ყველაფერს, უფრო ზუსტად რომ უამბო საზოგადოებას ბავშობიდანდღემდე გამოვლილი ცხოვრების შესახებ

სიმღერა დედის სურვილით დავიწყე და ვთვლი არ შემცდარა, რადგან ჩემი მომავალი პროფესიაც ამანგანაპირობა. 13-წლის ასაკში ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში ანიმატორად. ეს იყო ჩემიპირველი შემოსავალი, ცენტრში მუშაობამ თავისი კვალი დატოვა ჩემში... ძალიან მიადვილდებასცენიდან ხალხთან ურთიერთობა და ვცდილობ მაყურებელი და მსმენელი კარგ განწყობაზე დავაყენო,როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო.

რა გააკეთე იმისთვის რომ წონაში ასე მოიკელი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური დასასურველი ქალი ხარ მამაკაცებისთვის?

მთავარია მიზანი დაისახოს ადამიანმა და ყველაფერს მიღწევს, არაფერი არ არის მიუღწეველი,გახდომაც კი. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი რომ ზედმეტი წონა სცენისთვის ძალიან ზედმეტი იყო დასაკუთარ თავს მკაცრად გადავუწყვიტე, რომ ყველაფერი მეღონა და დავიწყე დიეტა. დიეტასთან ერთადვარჯიშობდი და ვცურავდი . შემიძლია მარტივად ვთქვა, მე ეს მინდოდა და გავაკეთე, როცა რაღაგაცასმოვინდომებ აუცილებლად ვაღწევ მიზანს.

ჯეოსტარის შემდეგ დაიკარგე და აღარ სჩანდი სცენაზე, რას აკეთებდი ამ ხნის განმავლობაში დაროგორ დაუბრუნდი სცენას?

ჯეოსტარის შემდეგ დავბრუნდი ქუთაიში და ვმუშაობდი მერიის კულტურის დეპარტამენტში, ვერვიტყვი რომ უინტერესოდ გავატარე ეს წლები, მაგრამ რა თქმა უნდა სიმღერას და სცენას ვერმიცვლიდა. ვმღეროდი საქველმოქმედო კონცერტებზე და ქუთაიში მოწყობილ სხვა და სხვაკონცერტებზე მაგრამ ეს ის არ იყო რაც ძალიან მინდოდა. ყოველდღოური მუშაობა და რეპეტიციებისულ სხვაა მომღერლისთვის,ფორმაში ხარ და ნებისმიერი სიძლიერის სიმღერას შეძლებ, ასე ხომსაქართველოში ყველა მღერის, არ მინდოდა ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, არაჩვეულებრივისკენმივილტვი ყოველთვის და გადავწყვიტე წამოვსულიყავი თბილისში, რათა აქ მიმეღო ის რაც ყველაზეძალიან მიყვარს... აქ უფრო მეტი შანსია იყო რეალიზებული.

მოგწონს თუ არაერთი-ერთშიდა რა მოგცა ახალი ამ პროექტმა?

„ერთი-ერთში“ ეს ის პროექტია სადაც ყოველთვის მინდოდა მიმეღო მონაწილეობა. აქ გეძლევა შანსიგარდაისახო და იყო ის მეგა ვარსკვლავი რომელზედაც ოცნებობ. ბავშვობის თამაშს ჰგავს რაღაცით, სარკის წინ როცა ვანსახიერებდით დიდ მომღერლებს და ვბაძავდით მათ ბავშვობაში. ახლა ამასსერიოზული სახე აქვს მიცემული და არც თუ ისე ადვილია ეს ყველაფერი გააკეთო თურმე, იმიტომრომ უნდა მიხვდე ზუსტად იმ მომღერლის ფსიქოტიპს, რა აწუხებს რატომ მღერის ასე, ან რა უნდოდა ამსიმღერით ეთქვა. მოკლედ აქ არის რამოდენიმე ფაქტორის ერთად შერწყმა, ვოკალის, გრიმის,მოძრაობის და სამსახიობო ოსტატობის სინთეზი, რაც ძალიან მაგარია...

პროექტის ბევრი მონაწილე თუ მაყურებელი საჯაროდ აღნიშნავს, რომ ჟიურის სიტყვიერი და ქულებითშენი შეფასება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა - რა კომენტარს გააკეთებდი?

მთელი კვირა როდესაც ცხოვრობ იმ მომღერლის მანერებით და ცდილობ ჩვევებიც კი გაითავისო 24საათი უყურებ და გადმოგაქვს მისი სასცენო მანერები, შემდეგ გგონია რომ ყველაზე მაგრად გამოგდის. თუმცა ალბათ მაყურებელმა და ჟურიმ უკეთ იცის რა გამოგვდის და რა არა. განსაკუთრებითსაინტერესოა ქალბატონი ქეთი დოლიძის და ვასო ოდიშვილის შეფასებები, რადგან ისინი აფასებენრეჟისორის და მსახიობის თვალით... ასევეა რუსა მორჩილაძის და სისის შეფასებებიც ..ისინიცდილობენ შეფასების დროს მასტერკლასი ჩაგიტარონ ვოკალში, ესეც ერთგვარი გაკვეთილია. მე მათკომპეტენტურობას ვენდობი...

გაქვს თუ არა გამარჯვების იმედიდა ვის მიიჩნევ კონკურენტად?

გამარჯვების იმედი ყველას აქვს, მაგრამ მე შრომის დიდი შრომის იმედი მაქვს, რადგან თუ რამესმივაღწიე ჩემს ცხოვრებაში ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომის ფასად მიმიღწევია. ასე რომ ჩემიმონდომების, და ძალიან დიდი ძალისხმევის იმედი მაქვს და იმ ადამიანების, ვინც გვერდში მიდგას დამამხნევებენ, როგორც სცენაზე გასვლის წინ, ასევე სცენაზე ყოფნისას დარბაზიდან ეს ძალიან მაგარისტიმულია მომღერლისთვის...

თითქმის ყველა საქველმოქმედო კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობ, ეს თითქოს ცხოვრებისწესად იქცა შენთვის, რას იტყვი ამის შესახებ?

ვიცი კარგად რა არის ადამიანისთვის გვერდში დგომა, თუ რაიმე საშუალება მაქვს რომ ადამიანებსგვერდით დავუდგე, აუცილებლად დავუდგები, იქნება ეს საქველმოქმედო თუ არასაქველმოქმედო.ჩვენც ხომ ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში და სხვადასხვა სიტუაციაში გვერდით გვიდგნენადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში დიდ სტიმულს გვაძლევენ. რომ არა ასეთი ადამიანები მაშინძნელი იქნება ამ სამყაროში მარტო ცხოვრება. ამიტომ მე მზად ვარ ყოველთვის და ნებისმიერსიტუაციაში, უანგაროდ , პირველი წავიდე, დავდგე სცენაზედა ვიმღერო იმ ადამიანებისთვის ვისაცდახმარება ასე ძალიან სჭირდება.

ბოლოს რაზე ოცნებობს მარიტა როხვაძე და რას ეტყოდი ქართველ დამწყებ მომღერლებს?

აუცილებლად დავიწყებ იმით, რომ დიდი შრომის ფასად ყველაფერს მიღწევს ყველა, რამდენ დროსაცდაუთმობ საკუთარ თავს, იმდენს დაგიბრუნებს. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ ყველას,დაისახეთ მიზანი, იბრძოლეთ ამ მიზნისთვის და ერთ დღესაც ყველაფერი გამოვა. იყავით ოპტიმისტები დაგჯეროდეთ საკუთარი ძალების. საყვარელი საქმისთვის ბრძოლა და შრომა ნამდვილად ღირს, ამიტომიბრძლეთ და ფარხმალი არასოდეს დაყაროთ...წინ დასაპყრობი მწვერვალებია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100