ემი უაინჰაუსის კომერციული მოგება სიკვდილის შემდეგ გაიზარდა

ემი უაინჰაუსის მოულოდნელი გარდაცვალება მისი თაყვანისმცემლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის შოკი იყო. 27 წლის შემსრულებელი, 23 ივლისს, საკუთარ აპარტამენტებში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, გარდაცვლილი იპოვეს.

მომღერლის შემოქმედებას კი დაღუპვის შემდეგ, იმაზე ბევრად მეტი დამფასებელი გამოუჩნდა, ვიდრე ჰყავდა. მისი რიგით მეორე და უკანასკნელი ალბომის, „Back To Black“, გაყიდვები ბრიტანეთში 37–ჯერ გაიზარდა, ხოლო სინგლების გაყიდვები - 23-ჯერ. ემი უაინჰაუსის 2006 წელს გამოსულმა დისკმა „ბილბორდის“ ჩარტში 59-ე ადგილზე აიწია, სიმღერამ „Back To Black“ კი – 81-ე პოზიციაზე ავიდა.

კომენტარი