კიმს საკუთარი ვიდეორგოლის შესყიდვა სურს

კიმ კარდაშიანი მზადაა, თავისი ძველი, ეროტიკული ურთიერთობების ამსახველი ვიდეორგოლი 30 მლნ დოლარად შეისყიდოს.

სწორედ ამ თანხად დააფასა ვიდეორგოლი კომპანია Vivid Entertainment -ის ხელმძღვანელობამ. ვებ-გვერდი, სადაც კარდაშიანის სკანდალური ვიდეოა განთავსებული, ამ კომპანიას ეკუთვნის. ვიდეომ ვებ-გვერდს უამრავი მნახველი შემატა და კომპანიის ყველაზე მომგებიან პროექტად აქცია.

კარდაშიანმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 5 მლნ დოლარი მოითხოვა. თუმცა მას დაასწრეს - კომპანიამ სულ რაღაც 1 მლნ დოლარად თავად შეიძინა ჩანაწერი და შესაბამისად, მისი ჩვენების საავტორო უფლებას ფლობს.

ახლა მისი სერვერიდან გაქრობა მხოლოდ ჩანაწერზე უფლებების შეძენის შემდეგ არის შესაძლებელი. ჯერჯერობით კი, ის ყველა დაინტერესებულისთვის მისაწვდომია, თუმცა გარკვეული თანხის ფასად.

maximum

კომენტარი