ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესის ჰოსპიტალიზირების ამბავი რომ გაიგო, ატირდა - პაპარაცებმა სწორედ იმ მომენტში გადაუღეს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი სელენა გომესი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორედ მოათავსეს საავადმყოფოში. მიზეზი ნერვული აშლილობა გახდა.

დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი გარემოებები იკვეთება. როგორც გამოცემა DailyMail წერს, მომღერალი დაბალი წნევის გამო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია.
"სელენა ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მას არ სურს რაიმე განცხადების გაკეთება, უბრალოდ მარტო ყოფნა და სიმშვიდე ურჩევნია " - აცხადებს მომღერალთან დაახლოებული პირი.
მას შემდეგ, რაც გომესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიამ გააჟღერა ინფორმაცია, პაპარაცები სელენას ყოფილ ბოიფრენდს ჯასტინ ბიბერსა და მის საცოლეს ჰეილი ბოლდუინს ჩაუსაფრდნენ. ფოტოები სწორედ იმ დროს გადაიღეს, როდესაც ჯასტინი ტიროდა. როგორც გამოცემა Hollywoodlife-თან სანდო წყარომ ისაუბრა, ბიბერისთვის სელენა ძალიან ახლობელ ადამიანად რჩება და მისი ბედი ჯასტინისთვის სულერთი არ არის. მომღერალი ძალიან განიცდი ყოფილი გელფრენდის მდგომარეობას, ემოციები ვერ შეიკავა და სწორედე ამიტომ ატირდა.

კომენტარი