ამერიკელმა მამაკაცმა მეძავებს „უხარისხო მომსახურების“ გამო უჩივლა

26 წლის ამერიკელმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკა და ითხოვა, სასწრაფოდ მისულიყვნენ სასტუმროს ნომერში, სადაც ის იმყოფებოდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი განუცხადა, რომ ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე განათავსა განცხადება, დროებითი სექსუალური პარტნიორების დაქირავების შესახებ, რომელსაც მალევე გამოეხმაურნენ და გარიგებაც შედგა, მაგრამ მასთან ნომერში მისული ორი ქალიდან ვიზუალურად არცერთი არ შეესაბამებოდა მათ, ვისი ფოტოებიც მან ინტერნეტით დაათვალიერა.

მამაკაცი ჩიოდა, რომ შეხვედრამდე ინტერნეტბანკით 160-160 დოლარი გადაუხადა თითოეულ ქალს, მაგრამ როცა ნახა, რომ მათი ფიზიკური მონაცემები მის გემოვნებას არ აკმაყოფილებდა, მათთან ინტიმზე უარი თქვა და ფულის დაბრუნება მოითხოვა, რაზეც მას უპასუხეს, რომ ფულის დაბრუნების პრაქტიკას არ იყენებდნენ და წავიდნენ. განაწყენებულმა მამაკაცმა მეძავების უხარისხო მომსახურების გამო მათთან კანონის ენაზე საუბარი დააპირა, მაგრამ პოლიციელებმა თვითონ ის დააპატიმრეს და ბრალად პროსტიტუციის მფარველობისა და წახალისების მუხლი წაუყენეს.

კომენტარი