სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკო ბერიძე: "მეტი რაღა მექნა, ბოდიში, რომ სცენაზე კობეინივით ვერ მოვფსი..."

ნიკო ბერიძე: „მეტი რაღა უნდა მექნა, ბოდიში, რომ კობეინივით ვერ მოვფსი სცენაზე...“

თიკა მახალდიანი და ნიკო ბერიძე “ჯეოსტარში” დამეგობრდნენ. თიკა ყოფილი “ჯეოსტარელია”, ახლა კი “ბექებში” მღერის. წყვილს ინტერვიუზე რომ შევუთანხმდი, ნიკო ისევ კონკურსში იყო და სწორედ იმ საღამოს დატოვა პროექტი. ინტერვიუზე ჯერ თიკა მოვიდა. მოწყენილი და გულგატეხილი ჩანდა, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ნიკომ პროექტი დატოვა. მალე ნიკოც შემოგვიერთდა და ჩვენი საუბარი მათი მეგობრობის ამბების ნაცვლად, “ჯეოსტარის” ბოლო ტურზე მომხდარი უცნაური ამბებით დაიწყო:

- ნიკო, ბოლო ორი ტურის განმავლობაში ლიდერების სამეულში იყავი, მაგრამ მოულოდნელად პროექტი დატოვე. როგორ ფიქრობ, რატომ არ დაგიმესიჯეს გულშემატკივრებმა?
- მართლა არ ვიცი, რატომ მოხდა ასე.
თიკა:
- მე გეტყვით. ყველამ იცის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ აინტერესებთ კარგად მღერი თუ ცუდად, ჩემი შვილია ან ახლობელი და ვუმესიჯებ – ასეთი პრინციპი აქვთ. კარგად ვერ ვხსნი, თქვენც ხომ იცით, როგორ ხდება. თუ ბევრი ფული მაქვს და მყავს შვილი, რომელიც ცუდად მღერის, მაინც ვუმესიჯებ. საზღვარგარეთ ასე არ ხდება. ხალხს ეგონა, რადგან ნიკო კარგად მღეროდა, მაინც გავიდოდა ფინალში და გაიმარჯვებდა.

- განსაკუთრებულად ემზადებოდი ამ ტურისთვის, მაგრამ შენს ნამღერს ნიკო ნერგაძემ არცთუ კარგი შეფასება მისცა.
- როკის თაყვანისმცემელი ვარ და ადრე ჯგუფიც მყავდა. რაც შეეხება ნიკო ნერგაძეს, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მის მიმართ არანაირი პირადი წყენა არ გამაჩნია, მაგრამ მითხრა – უნდა გაგიჟდე, ჩაიხადო, ჩამოიხადოო, როგორც ამას კურტ კობეინი აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭკუა არ დამიშლიდა, მაინც მიმაჩნია, რომ ამ პროექტში ზედმეტი გამოხდომებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

- არ ელოდი მისგან ასეთ შეფასებას?
- ამ პროექტში ყველაფერს ველოდი, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ნერგაძის შეფასება და ეს მასაც ვუთხარი. მეტი რაღა გავგიჟებულიყავი. მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ზედმეტი, ყალბი გამოხდომებისგან თავი უნდა შემეკავებინა. საცოდავი კობეინი სცენაზე ფსამდა და სექსი ჰქონდა, დიდი ბოდიში, რომ ვერ მოვფსი სცენაზე. კურტ კობეინისნაირი ხუთოსანი ძალიან ცოტაა ამ საუკუნის მუსიკალურ სამყაროში და დიდი მადლობა, რომ ხუთოსნად ჩამთვალა.
თიკა:
- მე მგონი, არავინ ეთანხმება, ვერავინ გაიგო, რა თქვა და რატომ თქვა.

- ცუდ ხასიათზე იყო ნიკო ნერგაძე?
ნიკო:
- მე მგონი, ამ ტურში რაღაცნაირი იყო. სხვებს როგორ აფასებდა, არ მომისმენია. როგორც მივხვდი, ამ ტურის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი.

- შეიძლება იმიტომ, რომ წელს სუსტი მონაწილეები არიანჯეოსტარში”. თიკა, შენც ერთ-ერთი ძველიჯეოსტარელიხარ. როგორ აფასებ მათ?
- ყველას დავუმეგობრდი და შემიყვარდნენ. მაყურებლის ყურით ვერ ვაფასებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ სუსტი ნაკადია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, არავისი არ მერიდება, ძალიან ძლიერმა მონაწილეებმა დატოვეს პროექტი. არც ერთ წელს არ მომხდარა ასე. ფინალისკენ რამდენიმე ძლიერი კონკურსანტი ყოველთვის რჩებოდა. ახლა ძალიან არაადეკვატური რაღაცები ხდება, ვერ გავიგე, რატომ.

- ნიკო, აუტსაიდერებში გამოცხადება ალბათ მაინც მოულოდნელი იყო შენთვის.
- იმ დღეს რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი. ნირვანაში ვიყავი, ოღონდ ჯგუფს და სიმღერას არ ვგულისხმობ, უბრალოდ ნირვანაში. მახსოვს, დუტამ რომ თქვა, პროექტს გამოეთიშა ნიკო – იმ წუთას არ იმოქმედა, მაგრამ კულისებისკენ რომ გავიხედე, დავინახე, როგორ ეწყინათ ჟურნალისტებს, ხელებს იქნევდნენ, ამის მერე გავაცნობიერე, რა მოხდა. ადრე აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, ვნერვიულობდი, ახლა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული არ ამიჩქარდა და მშვიდად დავრჩი. ნირვანაში ვიყავი რა, მეკიდა.
თიკა:
- დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ნიკომ პროექტი დატოვა. იმ დროს სხვებთან ერთად კულისებში ვიყავი. აუტსაიდერები რომ გამოაცხადეს, ნერვიულობა დავიწყე, არ მოგვეწონა სამეული, მერე ლევანი და ნიკო რომ დარჩნენ, მაგაზე საერთოდ გავგიჟდი და ბოლოს დაუჯერებელი რაღაც მოხდა. ვყვიროდი, ხუმრობთ ხომ?.. მაგრამ შეიძლება, კარგიც არის, ასე რომ მოხდა.

- რატომ არის კარგი?
- ჩემი აზრით, ახლა უფრო დააფასებენ და მიხვდებიან, როგორი ადამიანი დააკლდა პროექტს. არა აქვს მნიშვნელობა მოიგებ თუ წააგებ, თუ კარგად მღერი, მაინც მოგებული ხარ.

- ნიკო, მაყურებელმა კარგად დაინახა მარინა ბერიძის რეაქცია, რომელიც ძალიან აღელდა. თუ შეხვდით ერთმანეთს კულისებში და რა გითხრა?
- არ მინახავს. ოთახში ვიყავი და იქ არავინ შემოსულა.
თიკა:
- ახლოს მეც ვერ მივედი, რა უნდა მეთქვა, შორიდან ვუყურებდი. ვიცი, ეგ რა ცუდი მომენტია.
ნიკო:
- თიკას სახე არ დამავიწყდება. კედელთან ატუზული იდგა. კულისებში რომ გამოვედი, მერე “გამიტყდა”, ყველა ისე მიყურებდა.

- ინტერვიუს დროს მითხარი, რომ კონცერტის დამთავრების შემდეგ ნი­კო ნერგაძეს ესაუბრე
- მე არ მისაუბრია, თავად მოვიდა და მითხრა, “არაფერი პირადიო”, ვუთხარი, რომ არ ვეთანხმებოდი. სოფო ხალვაშმა მითხრა კულისებში, ძალიან კარგი იყავიო. გიგი დედალამაზიშვილი არ მინახავს, არც მარინა.

- ნიკო, რაცჯეოსტარიდაიწყო, შენზე მუდამ ბევრს ლაპარაკობდნენ. ჯერ გვარის გამო ქალბატონი მარინას ნათესაობას გაბრალებდნენ
- ამბობდნენ, ბებიააო. კასტინგზე რომ მივედი, ხალხი ამბობდა, ბებიასთან მოვიდაო.

- შემდეგ ამბობდნენ, რომ შოუ დადგმული იყო და შენ მოიგებდიჯეოსტარს”. ირონიით პროექტსკოტესტარსაცეძახდნენ.
ნიკო:
- “კოტესტარი” ახლა თქვენგან გავიგე პირველად, შევიფერე და ძალიან დამევასა (იღიმება).

- ნიკო, პროექტიდან შენი წასვლის ღამეს სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ მარინა ბერიძე ყველაფერს გააკეთებს პროექტში შენ დასაბრუნებლად
- არ დავბრუნდები. ეგ აბსურდია, ამას ასი პროცენტით ვამბობ. “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმდენი წერილი დამხვდა, რომ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

- ხომ არ ნანობ პროექტში მონაწილეობას?
- არა, არ მიმაჩნია, რომ რაღაც მაქვს სანანებელი. მთლიანობაში ამ შვიდი ტურის გამავლობაში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ ვისწავლე.

- ნიკო, შენ და თიკამ ერთმანეთიჯეოსტარშიგაიცანით?
ნიკო:
- კი, ჯერ კიდევ იმ “ჯეოსტარიდან”, რომელშიც მონაწილეობდა, თიკა ჩემი ფავორიტი იყო. სულ ორ “ჯეოსტარს” ვუყურე თავიდან ბოლომდე, ერთს, თიკა რომ მღეროდა და მეორეს, ნოდიკომ რომ გაიმარჯვა.
თიკა:
- ნიკო თავიდანვე მომწონდა, მინდოდა გაემარჯვა.

- ნიკო, პირველ ინტერვიუში მითხარი, როდესაც პროექტს დავტოვებ, მინდა, ეს ღირსეულად მოხდესო. ეს იყო ღირსეული წასვლაჯეოსტარიდან”?
- კი, ნამდვილად ღირსეული წასვლა იყო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
თიკა:
- კარგია, პროექტს რომ დატოვებ და გული დასწყდებათ. ამ შემთხვევაში გამარჯვებული მოდიხარ.

- ნიკო, პროექტიდან წამოსვლის შემდეგ, მუსიკალური შეთავაზება ხომ არ მიგიღია?
- დღეს დამირეკა ჩემმა ნაცნობმა, მაგრამ არ ვუპასუხე. მანამდე ცოტა ისეთი მესიჯი მომწერა, რომ… მოკლედ, ჯერჯერობით ჩავამთავრებ სპექტაკლებს, “ჯეოსტარის” კონცერტებს დავესწრები, ცოტა გავსუქდები, ხუთი კილო დავიკელი, და მერე ვნახოთ.

- ბათუმში ხომ არ დაბრუნდები?
- ჯერჯერობით არა, სპექტაკლები მაქვს და აზრი არ აქვს წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრება. ცოტა ხანს მოვითმენ.

- თიკა, თავის დროზე “ჯეოსტარში” შენც ვერ გაიმარჯვე, მაგრამ დღეს მაინც პოპულარული ხარ, მთავარი ამ პროექტში მაინც გამარჯვებაა?
- არა, შეიძლება ისეთმა ადამიანმა გაიმარჯვოს, რომელიც არავის სჭირდება. ამაში მგონი ყველა დამეთანხმება. ბევრი ისეთი გამოვარდნილა, ვისაც შეიძლებოდა გაემარჯვა, მაგრამ არ დაკარგულა. ამ ყმაწვილსაც იგივე ელოდება.

- ნიკო, დასასრულ მაინც გკითხავ, მოქმედებს თუ არა ჟიურის შეფასება მაყურებლის გადაწყვეტილებაზე. აქვს მნიშვნელობა ხალხისთვის, რას იტყვის ნიკო ნერგაძე?
- ადრეც გითხარით, როდესაც პირველად ჩაწერეთ ინტერვიუ, რომ ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია, პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მარინასა და ნიკოს შეფასება. ამ მომენტში ნიკოს რომ არ ვეთანხმები, ისიც გითხარით, ამისთვის ბევრი მიზეზი მაქვს და ჩამოთვლას აზრი არ აქვს. მე მგონი, მეტ-ნაკლებად მოქმედებს ხალხზე მათი შეფასება, მაგრამ არა მგონია, ნიკოს შეფასებას იმდენად ემოქმედა, რომ პროექტიდან გავვარდნილიყავი. როგორც მითხრეს, სხვებს უარესი რაღაცები უთხრა, მაგრამ ისინი ხომ დარჩნენ.

ნინო გიგიშვილი, ჟურნალი "რეიტინგი"

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100