მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული კატა

ამ სიაში პირველ ადგილზეა აშერას ჯიშის კატა, რომლის ფასიც 22-დან 100 ათას დოლარამდე მერყეობს. ის შინაური კატისა და აზიური ლეოპარტი კატის შეჯვარების შედეგად მიღებული ცხოველია.

მეორე ადგილზეა სავანას ჯიშის კატა, მისი ფასია 4-22 ათასი დოლარი. ეს ცხოველი აფრიკული სერვალისა და შინაური კატის ნააჯვარია. კატებს შორის ყველაზე დიდია და 15 კილოგრამს იწონის, სიმაღლეში კი 60 სანტიმეტრია.

მესამე ადგილს კი სამი კატა ერთად ინაწილებს რადგან მათი ფასები დაახლოებით ერთნაირია. ეს კატებია:

ჩაუზი - ფასი მერყეობს 8-დან 10 ათას დოლარამდე. კატის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იშვიათი ჯიშია და შინაური კატისა და ე.წ. ქაშიმირის კატის ნაჯვარი გახლავთ. ვერ იტანს მარტოობას და კარგი კომპანიონობის გაწევა შეუძლია როგორც კატისა და ადამიანისთვის ასევე ძაღლისთვისაც.

კაო-მანი რომელიც 7-10 ათასი დოლარი ღირს. საუკუნეების წინ ეს კატები მხოლოდ სამეფო ოჯახების საკუთრებაში იმყოფებოდნენ და მათ სიმდიდრის, იღბალისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მომტან თილისმებად ითვლებოდნენ.

კარაკალი - ფასი 7-10 ათასი დოლარი. მისი ყველაზე დიდი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ გადაშენების პირასაა და ფასმაც დეფიციტის გამო აიწია.

კომენტარი