ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ - მკვლევარების ახალი აღმოჩენა და გველი, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოს ჰგავს

ბრაზილიაში, ამაზონის მდინარეში აღმოაჩინეს ახალი სახეობის ქვეწარმავალი, რომელიც ფორმით მამაკაცის სასქესო ორგანოს წააგავს და თვალები არ აქვს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს.

ბიოლოგი ჟულიან ტუპანი, რომელიც სან-ანტონიო ენერჯიში მუშაობს, აცხადებს, რომ ამ ჯიშის ექვსი ქვეწარმავალი იპოვეს, თუმცა ერთი მოუკვდათ, სამი მდინარეში დააბრუნეს გამრავლების მიზნით, ორი კი გამოკვლევისთვის დაიტოვეს.

ამ ქვეწარმავალს მკვლევარებმა „მოქნილი გველი“ შეარქვეს, თუმცა ოფიციალური სახელწოდებაც მიენიჭა - Atretochoana eiselti. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის სალამანდრასა და გომბეშოს ოჯახს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე გველისას. იგი კანის საშუალებით სუნთქავს და პატარა ზომის თევზებითა და ჭიებით იკვებება. გარდა თვალებისა, ქვეწარმავალს სასმენი ორგანოებიც არ გააჩნია.

კომენტარი