სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შტანდარტი": აფხაზები პრეზიდენტად პრორუსულ კანდიდატებს ირჩევენ

გერმანული გამოცემა "შტანდარტის" შეფასებით, "აფხაზები პრეზიდენტებად პრორუსულ კანდიდატებს ირჩევენ".

გამოცემა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ აფხაზეთის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მომავალშიც დარჩება.

მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც უკვე სამი თვეა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელია, "არჩევნებამდე" რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ გერმანულ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა საბოლოოა და ქვეყანა საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას კვლავ გააგრძელებს".

"ალექსანდრე ანქვაბს გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე მიულოცა. ოფიციალური თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. პრეზიდენტის არჩევნები ნატო-მაც გააპროტესტა. ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, "ალიანსი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს "შტანდარტი".

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა და მასში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100