სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 გასაიდუმლოებული შიში, რომელიც მამაკაცთა 90%-ს აწუხებს

„ძლიერი სქესის“ ტიტული არც თუ ისე მარტივი სატარებელია, მით უფრო ჩვენს საზოგადოებაში, სადაც მამაკაცის ერთგვარი კულტიც კი არსებობს. ამიტომ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არ უყვართ, როდესაც საკუთარ სისუსტეებს ავლენენ (რომლებიც მრავლად აქვთ), რათა ეს კულტი მითად არ იქცეს. ისინი გამუდმებით ცდილობენ თავიანთი ძლიერი მხარის წარმოჩენას, განსაკუთრებით ფიზიკური ძალის დემონტრირებით. თუმცა, ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, აქვთ ემოციები, რომლის გამოც შეიძლება ცრემლებიც კი წამოუვიდეთ, აქვთ გრძნობები, რომელთა დემონსტრირებაც არ „ტეხავს“, აქვთ უფლება, თავი დაკარგონ და საყვარელი ადამიანის გამო საზოგადოებას დაუპირისპირდნენ. ნურას უკაცრავად, მამაკაცებში ეს „არ მოსულა“, ისინი ხომ იდეალური არსებები არიან და ამიტომ ისევ ძველებურად გააგრძელებენ უხარისხო იუმორს ქალთა გულუბრყვილობაზე, ქერათმიანი გოგონების ინტელექტის კოეფიციენტზე, სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის აბუჩად აგდებას სხვადასხვა მოვლენების მაგალითებით, სექსუალურ შევიწროებაზე ქილიკს, განიხილავენ გოგონებს საჭესთან და საბოლოოდ საპირისპირო სქესზე ამდენი დაცინვით კარგად ნიღბავენ იმ ემოციებსა თუ შიშებს, რაც რეალურად აწუხებთ და რისი გამჟღავნებითაც თავს ძალიან სუსტად ჩათვლიან. ჩვენ კი გთავაზობთ სწორედ იმ შიშისა თუ კომპლექსის ჩამონათვალს, რაც „ძლიერ სქესს“ მოსვენებას არ აძლევს და აქვე დაგამშივდებთ - არ იდარდოთ, გოგონებს აქვთ საკმარისი ჭკუა იმისთვის, რომ არ დასცინონ მამაკაცებს ასეთ დროს:

როგორ გამოიყურება მათი სხეული:

ქალები მიიჩნევენ, რომ მუდამ ფორმაში უნდა იყვნენ, უვლიდნენ საკუთარ თავებს, ვარჯიშობდნენ და კარგად გამოიყურებოდნენ. კაცებთან მიმართებაში ასეთი სტერეოტიპები გავცელებული არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ განიცდიან მომატებულ კილოგრამებს, მოშვებულ კანსა და ა.შ. თუმცა საქმე იმაშია, რომ ამის აღიარება არ უყვართ და თავს ისე აჩვენებენ ყველას, თითქოს არ აინტერესებთ ეს ყოველივე და გაკაჟებული სხეულის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან.

ფინანსები

ფინანსები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალია მამაკაცებისთვის, რადგან ბავშვობიდან იზრდება იმ აზრით, რომ მასზე უნდა იყოს ოჯახი ფინანსურად დამყარებული. შეიძლება კაცს პირადი ცხოვრება აწეწილი ჰქონდეს, მაგრამ თუ ფული აქვს, ნაკლებად ნერვიულობს თავის სასიყვარულო ურთიერთობებზე, ხოლო როდესაც პირიქით ხდება, ყველაზე მოწესრიგებული პირადი ცხოვრებაც კი ირევა, როგორც კი ფინანსურ პრობლემას აწყდება, შემდეგ კი ეს ყველაფერი ქალებს ბრალდებათ და ამბობენ, რომ ყველა ქალს მხოლოდ ფული აინტერესებსთ. სინამდვილეში, უფინანსობის გამო ურთიერთობა ისევ მამაკაცის მხრიდან იძაბება, თავს იჩენს სხვადასხვა კომპლექსები, ნერვული სისტემა დაძაბული აქვთ, ჰგონიათ, რომ ქალებს ისინი ასეთ დროს არ სჭირდებათ და გაღიზიანებულები არიან ურთიერთობაში. სწორედ აქ ფუჭდება ყველაფერი და მამაკაცებო, ნუ ცდილობთ ქალებს დააბრალოთ თქვენი ნერვული სისტემის ლაფსუსები.

სიმაღლე

მამაკაცს მოსწონს მაღალი გოგონები, მაგრამ არ უნდა უსწრებდნენ სიმაღლით მას - ეს ყველაზე მეტად უქმის დისკომფორტს. თავს არასრულყოფილად გრძნობს მასთან და საბოლოოდ ურთიერთობა ადრე თუ გვიან სრულდება.

საფრთხე სხვა მამაკაცებისგან

მამაკაცის მხრიდან ეჭვიანობა უფრო საშიშია, ვიდრე ქალის მხრიდან. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მხოლოდ ემოციებს ცლიან, ყვირიან, ხანდახან ჭურჭელს ამტვრევენ, თუმცა რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ. რაც შეეხებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ის აზრი, რომ შესაძლოა მათმა გოგომ სხვა კაცს მიაქციოს ყურადღება, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, რადგან საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მეტად საკუთარ სიამაყეზე ფიქრობენ და ვერ აიტანენ, თუ ქალმა სხვაში გაცვალა ისინი.

გოგონებთან ურთიერთობისას არასაკმარისი გამოცდილება

მამაკაცს მოსწონს მაჩოს სტატუსი. ფიქრობენ, რომ რაც უფრო მდიდარი გამოცდილება ექნებათ, გოგონებისთვის უფრო საინტერესოები იქნებიან. ამიტომ, ამ გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში მათ უწევთ სხვადასხვა ისტორიების შეთხზვა, რომელიც მათ სასიყვარულო თავგადასავალსა და სექსუალურ გამოცდილებას გაუსვამს ხაზს. გამოუცდელ მამაკაცს ქალის მხარდაჭერა ჭირდება სხვადასხვა საკითხებში, რომლებიც მას თავდაჯერებულობას შემატებს.

თმები

თმები სხეულზე მამაკაცის მუდმივი საფიქრალია - ზედმეტად ბევრი თმის ქონის შემთხვევაში ეშინიათ, რომ მას არა ესთეტიკურად ჩათვლიან, ზედმეტად ცოტა თმის შემთხვევაში კი არა მამაკაცურად.

დიეტა

მამაკაცებს ქალებისგან ხშირად ესმით ფრაზა: დიეტაზე ვარ - და ეს ხშირად ეამაყებათ გოგონებს, რადგან ამით ანიშნებენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ. ბევრჯერ უცდია მამაკაცს წონის დაგდება დიეტის მეშვეობით, თუმცა ამას ხმამაღლა ვერასდროს გააჟღერებს, რადგან ეს ცოტა „არა მამაკაცური“ ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ქალები მათ არა სერიოზულად შეხედავენ.

ურთიერთობა საყვარელ ქალთან

რამდენი სტატია დაწერილა, რომელშიც რჩევები იყო მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა. აღნიშნული სტატიები კი ძირითადად ისეთ ჟურნალებში იბეჭდება, რომლებიც ქალებისთვის არის განკუთვნილი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ამ საკითხებით მამაკაცები არ „ინტერესდებიან“ და თუ ამაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს, ფიქრობენ, რომ ქალები ამას უცნაურად და არა ბუნებრივად მიიღებენ. კაცები ხმამაღლა ფიქრობენ, რომ ურთიერთობის გადარჩენა სწორედ ქალის მოვალეობაა და სუსტი სქესი უნდა უფრთხილდებოდეს მამაკაცს. სინამდვილეში, ძლიერ სქესსაც ისევე უნდა ჰარმონიული და დალაგებული ურთიერთობა, როგორც ქალს.

პარტნიორების რაოდენობა, რომლებიც ქალს მანამდე ჰყავდა

მამაკაცებს არ სურთ, რომ თავის გოგონებს მის გაცნობამდე ბევრი პარტნიორი ჰყავდეთ. აქედან უმეტესობას კი არ უნდა, რომ წარსულში მათ საერთოდ ვინმესთან ჰქონოდათ ურთიერთობა. მიზეზი უამრავი არის, ძირითადად კი ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი და ყველაზე გავრცელებული შიშები - გოგოსთვის პირველი და ერთადერთი მამაკაცის ტიტული უნდათ რომ მათ ჰქონდეთ (ეს ყველაზე გავრცელებულია), ასევე შიში იმისა, რომ წარსულის ურთიერთობა უკეთესი იყო ვიდრე ახლანდელი, შესაძლოა ამის გამო ხშირად გაახსენდეს ყოფილი პარტნიორი და ა.შ.

ემოციების ღიად გამოხატვა

„ნუ ტირი, კაცი არ ხარ?“; „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ“ - ეს და ამის მსგავსი ფრაზები მამაკაცს ბავშვობიდან ესმის. ამიტომ ჰგონიათ, რომ მაგარი ტიპები იქნებიან, თუ არ იტირებენ, კაცები არიან და ეს არ შეეფერებათ, ამ ყველა სიკეთესთან ერთად კი გოგონების მიმართ შეხედულება ბავშვობიდანვე არასწორად უყალიბდებათ - ისინი გოგონები არიან, არ არიან მაგარი ტიპები და ამიტომ ტირილი და ემოციები მათი საქმეა, კაცები ძლიერები არიან და უნდა მოთოკონ ემოციები. ამიტომ, ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენ ბიჭები გეზრდებათ, ამ ფრაზებით ნუ გამოუჭედავთ თავს და ნუ ჩააგონებთ იმას, რომ გულში უნდა ჩაიგროვონ ემოციები, ეს ისევ მათ ავნებს, ამასთან, მათი დამოკიდებულება და აზროვნება არასწორად ჩამოყალიბდება და ასევე მათთვის იქნება მავნებელი. შესაძლოა, ამან ოდესმე თქვენც გავნოთ.

ამგვარად, მამაკაცი იმაზე მეტს განიცდის, ვიდრე ეს რეალურად ჩანს და თუ ახლა ამას კითხულობ და მამაკაცი ხარ, არ შედიხარ დარჩენილ 10%-ში და ამიტომ პროტესტის ნიშნად გიჩნდება შეურაცხყოფის მოყენების სურვილი, რადგან ამით შეეწინააღმდეგო სტატიის ავტორს, დაფიქრდი, ესეც შენს კომპლექსზე მიუთითებს - შენ არ გიყვარს, როდესაც საკუთარ სისუსტეებს უფიქრდები, ამიტომ სანამ სხვისკენ გაიშვერ ხელს, სწორად მსჯელობა დაიწყე - თქვენ არავინ განგსჯით ამ სისუსტეების გამო, ამიტომ, ტყუილად ნერვიულობთ. პატივისცემით, სტატიის ავტორი :)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100