მედიკოსებმა გადაიღეს ვიდეო, თუ როგორ იცავდა ძაღლი გულწასულ პატრონს და შემდეგ როგორ გაჰყვა სასწრაფოს საავადმყოფომდე

შემთხვევა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, დაცინში მოხდა - სეირნობისას ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად დაეცა ძირს და გული წაუვიდა.


სასწრაფოს მოსვლამდე მისი ძაღლი გვერდიდან არ შორდებოდა, ღელავდა, მედიკოსების მოსვლის შემდეგ კი სასწრაფოს მანქანაში ავიდა და ბოლომდე გაყვა პატრონს საავადმყოფომდე. ეს ვიდეო ერთ-ერთმა მედიკოსმა გადაიღო და ინტერნეტში ვირუსივით გავრცელდა.

როგორც სასწრაფოს ექიმები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, თავიდან შიშის გამო ავადმყოფს ვერ ეკარებოდნენ, რადგან ძაღლის ეშინოდათ, შემდეგ კი, როცა გარისკეს და მივიდნენ ახლოს, ძაღლს აგრესია არ გამოუხატავს, ისე შესციცინებდა მათ თვალებში, თითქოს დახმარებას ელოდა კიდეც და ექიმების მისვლას კუდის ქიცინით შეხვდა.

საბედნიეროდ გოგონას სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა, ხოლო გონზე მოსვლისთანავე ძაღლის სახელს იძახდა და მას უხმობდა.

"როდესაც დავინახეთ, გონზე მოსული პაციენტი და ძაღლი როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს, მივხვდით, სწორად მოვიქეცით, ოთხფეხა მეგობარი ბოლომდე მასთან რომ დავტოვეთ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მედიკოსმა.

კომენტარი