რატომ უყურებენ მამაკაცები პორნოს?

უამრავ მამაკაცს უყვარს პორნოს ყურება - ზოგს სისტემატიურად, ზოგიც იშვიათად, მაგრამ მაინც ჩაუჯდება ხოლმე თავისუფალ დროს.

ეს ფაქტი ქალთა უმეტესობისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ მამაკაცების სიყვარული პორნო ვიდეოებისა და ფილმების მიმართ თქვენს სქესობრივ ცხოვრებაზე უარყოფითად არ მოქმედებს, სანერვიულო ნამდვილად არ გქონიათ.

სხვა შემთხვევაა, როდესაც პორნო ანაცვლებს თქვენს რეალურ სქესობრივ აქტს. ეს სიტუაცია ყველაფერს ართულებს. უმეტესწილად, მამაკაცის პორნოთი დაინტერესება და საყვარელ ქალთან სექსის შემცირება ქალისგან გამომდინარეობს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქალში არსებული გარკვეული სქესობრივი კომპლექსები მამაკაცს იძულებულს ხდის, უწყინარი მეთოდებით შეივსოს მრავალფეროვნების დეფიციტი (თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ერთი და იგივე არაა). გამოსავალი ამ სიტუაციაში ოჯახის ფსიქოლოგთან ან სექსოლოგთან ვიზიტია, რათა ის ბარიერი, რომელიც წყვილს შორის არსებობს, მარტივად გადაილახოს.

მამაკაცისთვის პორნო, რომელსაც ის ხშირად უყურებს, ის მრავალფეროვანი და სხვადასხვა შეგრძნებებია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ პოულობს. ერთის მხრივ, ეს კოშმარი არაა, რადგან ნაკლები შანსია, რომ მრავალფეროვნების მოყვარული მამაკაცი, რომელიც პორნოს ყურებით ივსებს სიცარიელეს, სხვადასხვა ქალთან წავიდეს გასართობად.

მამაკაცები ირწმუნებიან, რომ ლამაზი სექსი ნამდვილი ხელოვნებაა. მისი ყურებით კი ესთეტიკურ ორგაზმს განიცდიან.

არსებობს პორნოს ყურების კიდევ ერთი მიზეზი - დაეუფლონ ახალ ტექნიკას და საკუთარი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადონ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პორნოს ყურება სარგებლის მომტანი და საინტერესოცაა.

როდესაც წყვილი ერთად უყურებს პორნოს, ეს ნამდვილი იდილიაა, რადგან ამ დროს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა სამმაგად ძლიერდება და სექსიც გაცილებით უფრო ვნებიანი და სასიამოვნოა. ამასთან, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ალკოჰოლსა და იმპოტენციის წამლებზე მეტად პარტნიორებს პორნოს ყურება ეხმარება სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებაში, ბევრად უფრო უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებაა აღგზნებისთვის.

კომენტარი